⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.06.2019)
გაუქმებულია:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 20.03.2014
ძალის დაკარგვა 21.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №247
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017867
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 714 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2014 მიღება
21.06.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №247 2014 წლის 20 მარტი ქ. თბილისი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისია  (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი -  კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი –  კომისიის წევრი; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი  –  კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენელი - კომისიის წევრი; ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; სსიპ  - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი –  კომისიის წევრი; სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს  ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი; სს „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელი –  კომისიის წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი  უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების, ტყით სარგებლობის გენერალური, თევზჭერის, ასევე, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისი ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანა კომისიის ძირითადი ამოცანაა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების, ტყით სარგებლობის გენერალური, თევზჭერის, ასევე, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისი ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემამდე სალიცენზიო ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის მოსმენა, განხილვა და აუქციონის გამოცხადებამდე შესაბამისი წინადადებების შემუშავება. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის საკითხის განხილვის მიზნით, შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის  მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები და წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს; დ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით, სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, სხვა უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, შესაბამისი ექსპერტები და სხვა პირები. მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. მუხლი 5🔗. კომისიისათვის საკითხის განსახილველად წარდგენის პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისიას ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხები განსახილველად წარედგინება ელექტრონულად, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. 2. თუ საკითხის წარდგენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კომისიის არცერთმა წევრმა ელექტრონულად არ დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება ლიცენზიის გაცემის პირობებთან (დამატებითი მოთხოვნა, ლიცენზიის ფასი, ლიცენზიის ვადა და სხვ.) დაკავშირებით, საკითხი ითვლება კომისიის მიერ  მხარდაჭერილად. 3. თუ საკითხის განხილვის ვადაში (5 დღე) კომისიის წევრი (წევრები) დააფიქსირებს (დააფიქსირებენ) განსხვავებულ მოსაზრებას (მოსაზრებებს) ლიცენზიის გაცემის პირობებთან დაკავშირებით, მომდევნო 3 (სამი) დღის განმავლობაში, კომისიის მიერ თითოეულ მოსაზრებას, ელექტრონული ფორმით, კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. მხარდაჭერილად ითვლება ის მოსაზრება, რომელიც კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობას მოიპოვებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული პროგრამის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული  პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. მუხლი 6🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფ­უძ­ველ­ზე. 2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად – კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.