2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №248
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017868
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №248
2014 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, ,,გ“ და „გ2“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს - 11 295 000 (თერთმეტი მილიონ ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარით.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 12 600 000 (თორმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით.
3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 165 000 (ცხრა მილიონ ას სამოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში.
4. 2014-2015 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა – 2 250 ლარი;
ბ) საშუალო ოდენობა:
ბ.ა) 2 000 ლარი;
ბ.ბ) 1 750 ლარი;
ბ.გ) 1 500 ლარი;
ბ.დ) 1 250 ლარი;
გ) მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი.
5. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
6. 2014-2015 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა;
ბ) მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდის არჩევით საგნებზე შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა გაიყოს ორ ნაწილად და თანხის:
ა.ა) 50 პროცენტი განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე:
ა.ა.ა) ლიტერატურა;
ა.ა.ბ) ისტორია;
ა.ა.გ) გეოგრაფია;
ა.ა.დ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ა.ბ) 50 პროცენტი განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე:
ა.ბ.ა) მათემატიკა;
ა.ბ.ბ) ქიმია;
ა.ბ.გ) ფიზიკა;
ა.ბ.დ) ბიოლოგია;
ბ) თითოეულ ჯგუფში განაწილებული თანხის 4 პროცენტი თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგანზე, ხოლო 96 პროცენტი პროპორციულად გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად;
გ) ამ პუნქტით დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის, 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი), ხოლო 50% ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის.
8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის 2014-2015 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს.
9. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
10. 2012 და 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012, 2013 წლების საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათას) ლარს.
12. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათას) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.
13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათას) ლარს.
14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათას) ლარს.
15. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათას) ლარს.
16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
17. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
18. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
19. ამ მუხლის მე-16–მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის ჯგუფისა და საგნის შესაბამისად. ამ განაწილების შედეგად ყოველი საგნის ჯგუფში არჩევითი საგნის მიხედვით დარჩენილი თანხები იკრიბება და განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგანის ჯგუფის შიგნით არჩევით საგანზე ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის.
20. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად დაფინანსებას არ მიიღებენ.
21. იმ შემთხვევაში, თუ საგნის ჯგუფის შიგნით დარჩენილი თანხის გადანაწილების დროს დარჩა თანხა, აღნიშნული ნაწილდება მეორე საგნის ჯგუფის შიგნით არჩევით საგანზე ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის.
22. იმ შემთხვევაში, თუ საგნის ჯგუფებს შიგნით დარჩენილი თანხის გადანაწილების დროს დარჩა თანხები, მაშინ აღნიშნული თანხა იკრიბება და ნაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის.
23. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
24. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
25. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
26. ამ მუხლის 21-ე, 22-ე, 23-ე და 24-ე პუნქტების შესაბამისად განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები, აგრეთვე, ამ მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები დაემატება ამ მუხლის 27-ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.
27. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ მუხლის მე-16–მე-18 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:
ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;
გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი