საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 06/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №197

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სა ქარ თველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედ ზო გიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე არ გავრცელდეს „სა ქარ თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ თვე ლოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შე ზ ღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ 2012 წლისთვის:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 1450 ერთეულით;

ბ) სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 30 ერთეულით;

გ) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს:

გ.ა) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ – არა უმეტეს 245 ერთეულით;

გ.ბ) სსიპ – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში  – არა უმეტეს 82 ერთეულით;

გ.გ) სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში – არა უმეტეს 97 ერთეულით;

გ.დ) სსიპ – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში – არა უმეტეს 61 ერთეულით;

გ.ე) სსიპ – ინსტიტუტ „ოპტიკაში“ – არა უმეტეს 20 ერთეულით;

გ.ვ) სსიპ – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში – არა უმეტეს 85 ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ნ . გილაური