სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 201 4 წლის 20 მარტის №247 განკარგულებით დამტკიცდა სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ (შემდგომ „ბანკი“) საბოლოო ემისიის პროსპექტი. აღნიშნული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ბანკის აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინებით, ბანკის მიერ ხორციელდება 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) ცალი ჩვეულებრივი აქციის საჯარო შეთავაზება ნომინალური ღირებულებით თითოეული 1 ლარი (1 ცალი ჩვეულებრივი აქციის ფასი, რომელზე ნაკლებადაც დაუშვებელია აქციის პირველადი განთავსება).
წინამდებარე განცხადებით ბანკი აქციონერებს გატყობინებთ, რომ უფლება გაქვთ განახორციელოთ ბანკის მიერ გამოშვებულ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო ემისიის პროსპექტის დამტკიცების თარიღისათვის ბანკის კაპიტალში თქვენს საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციულად. აქციონერთა მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაციისათვის დაწესებულ ვადას შეადგენს ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებიდან 18 (თვრამეტი) კალენდარული დღე. ემისიის პროსპექტი გამოქვეყნებულ იქნა 2014 წლის 21 მარტს ბანკის ვებგვერდზე - www.vtb.ge.
ბანკის აქციონერებს უფლება აქვთ, ზემოაღნიშნული ვადის განმავლობაში და პირობებით, განახორციელონ უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია და შეიძინონ აქციები (განახორციელონ აქციათა ღირებულების გადახდა).
აქციათა ღირებულების გადახდ ა ხორციელ დება ეროვნულ ვალუტაში, ლარში, ფულადი სახსრების უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვი ს გზით, შემდეგ რეკვიზიტებზე: JSC VTB Bank (Georgia) SWIFT: UGEBGE22. IBAN: GE17VT0100000009444501.
აქციათა ემისიის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საბოლოო ემისიის პროსპექტს გაეცნონ ბანკის ვებგვერდზე - www.vtb.ge.
ბანკის აქციონერთა მონაცემები შესაძლებელია დადგინდეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ სს „ კავკასრეესტრში“, მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ:2 22 - 07 – 18
გენერალური დირექტორი ა. კონცელიძე