საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №214
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა)ყვარლის მუნიციპალიტეტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი–ყვარლის ტბის საავტომობილო გზის კმ 0+00 – კმ 2+240 მონაკვეთის რეაბილიტაციისა და მდ . დურუჯზე საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის საჭირო საკონსულტაციო (საპროექტო) მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის„რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 08.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №214. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №214, 08.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2290337/