კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2014
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.149.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2014
matsne.gov.ge 516 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
კასპის   მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება.
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ.
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ გოგიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №14 2014 წლის 21 მარტი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი დანართი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. კასპის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. სტაჟირება – კასპის   მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება. 2. სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 3. კანდიდატი – პირი, რომელიც კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ. 4. უშუალო ხელმძღვანელი – კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗 კასპის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება მაინც; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. მუხლი 4🔗 1. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება კასპის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე); ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 2. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან. 3. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. მუხლი 5🔗 სტაჟიორს უფლება აქვს: ა) გაეცნოს სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით; ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს აპარატის მუშაობაში. მუხლი 6🔗 სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები; ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა; გ) გაეცნოს საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის; დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები. მუხლი 7🔗 1. კასპის   მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. მუხლი 8🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება). 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 9🔗 1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს  კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. 2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად. 3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ცნობა.