განჩინება შპს „სანატორიუმი წყალტუბო“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/146

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2014 წლი 19 მარტი

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს „სანატორიუმი წყალტუბო“;

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია“ - გიორგი ზღუდაძე;

მოთხოვნა: შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“გაკოტრებულად გამოცხადება.

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“( წარმომადენელი გიორგი ზღუდაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გამოარკვია:

 

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“სახელით გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

  განმცხადებელი განმარტავს, რომ საზოგადოების კრედიტორული ( უზრუნველყოფილი) დავალიანება ( საბიუჯეტო) შეადგენს 6535,61 ლარს. საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს, ასევე არ ერიცხება დებიტორული დავალინება. საზოგადოებას ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნია. როგორც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 03 ოქტომბრის №1954043 წერილით ირკვევა, სანატორიუმი წყალტუბოს სახელზე ( საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული არ არის, მისამართი: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №49) ირიცხება სატრანსპორტო საშუალება ,,გაზ 24-13’’, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სანატორიუმი წყალტუბოს სახელზე ირიცხება „გაზ 66-01“( საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული არ არის, მისამართი: ქ. წყალტუბო, ხონის ქ. №10). სატრნასპორტო საშუალება „გაზ 24-13, რომლის სავარაუდო ნარჩენი ღიღებულება შადგენს - 1380 ლარს, დაკარგულია. შპს „სანატორიუმი წყალტუბო“წარმოადგენს ჯანმრთელობის სამინისტროს სანატორიუმ წყალტუბოს სამართალმემკვიდრეს და არა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სანატორიუმი წყალტუბოს უფლებამონაცვლე ორგანიზაციას. ამდენად, შპს „სანატორიუმ წყალტუბოს“სახელზე ირიცხება მხოლოდ სატრნასპორტო საშუალება „გაზ 24-13“. ასევე შპს „სანატორიუმ წყალტუბოს“ანგარიშზე ირიცხება თანხა - 91,27 ლარის ოდენობით. მოვალეს ქონება არ გააჩნია და იგი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.

 2014 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს „სანატორიუმ წყალტუბოს“უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 13 თებერვალს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

  გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „სანატორიუმი წყალტუბო“უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1- ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე, 285- ე მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. შპს „სანატორიუმი წყალტუბო“( ს/ ნ 221269703) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                  გენადი მაკარიძე