მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №589
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი საბაგირო გზის მშენებლობისათვის საჭირო კონტეინერისა და ინსტრუმენტების შესყიდვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 40 000 (ორმოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური