„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.
2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა განახორციელოს 2009 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4263–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4263. სარეგისტრაციო კოდი — 340.130.000.05.001.002.674.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4263, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 340.130.000.05.001.002.674 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22918/