„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4264
სარეგისტრაციო კოდი
010.040.000.05.001.002.675
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 31/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 05.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

2. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;“.

3. 35-ე მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა;“;

ბ) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიწვევით და მასთან ერთად შეამოწმოს ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად ამოიღოს საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთოს კონტრაბანდა.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4264–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4264. სარეგისტრაციო კოდი — 010.040.000.05.001.002.675.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4264, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.001.002.675 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22924/