სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№297
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №297

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სპეციალი ზ ებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ა გან სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის № 1136 განკარგულება „სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ . გილაური