„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4267
სარეგისტრაციო კოდი
470.070.000.05.001.002.678
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 31/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

26-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ტერიტორიაზე იმ საბაჟო პუნქტების ნუსხას, საიდანაც ნებადართული იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემოტანა და გატანა, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წინასწარი ნებართვის გარეშე შემოტანის მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ტვირთის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.“.

2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რომელიც საქართველოს საბაჟო ორგანოებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გატარების საფუძველია.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4267–რს