საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2014
matsne.gov.ge 293 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №32 2014 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  ანალიტიკური დეპარტამენტის  უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  ეკონომიკის, ბიზნესადმინისტრირების ან ფინანსების სფეროში; ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ეკონომიკის სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; გ) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; დ)კომპიუტერული პროგრამების „MS Excel“-ისა და  „Power Point“-ის მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე, სხვა საოფისე პროგრამების  (MS office, MS Project, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე)  „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო   სამსახურის   შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა   და  ბუნებრივი  გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილების, „საქართველოს   ენერგეტიკის   სამინისტროს   დებულების   დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77  ბრძანებისა და „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების ცოდნა.