საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2014
matsne.gov.ge 422 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №33 2014 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების' მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის 'პ' ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი   ეკონომიკური ან იურიდიული განათლება; ბ) საჯარო სამსახურში სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი  სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, სახელწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; გ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის, ასევე, დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; დ) ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნა კარგად; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა კარგად; ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების,  „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის N302 დადგენილების, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის № 605 ბრძანების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანების,  ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების, ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანების, „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანების, ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ,“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების ცოდნა.