„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4268
სარეგისტრაციო კოდი
240.000.000.05.001.002.679
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 31/12/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) მე-4 მუხლის:

ა) 4.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.4. ერთიანი სამეწარმეო რეესტრის ელექტრონულ ვერსიას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“;

ბ) 4.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.6. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სტატისტიკის დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა. სააქციო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) საგადასახადო ორგანო ამავე ვადაში უგზავნის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4268–რს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
როდის იქნა მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4268. სარეგისტრაციო კოდი — 240.000.000.05.001.002.679.
სად არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4268, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.002.679 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22948/