საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის სახმელეთო გზებით მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 30.09.2013
ძალაში შესვლა 22.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29/13
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2014
matsne.gov.ge 2,339 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2013 მიღება
22.03.2014 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის სახმელეთო გზებით მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის სახმელეთო გზებით მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა (შემდგომში – ხელშემკვრელი მხარეები), გამოხატავენ რა სურვილს, დაარეგულირონ და გააუმჯობესონ მგზავრებისა და ტვირთის ტრანსპორტირება სახმელეთო გზებით ორ ქვეყანას შორის და განახორციელონ სატრანზიტო მოძრაობა ნაცვალგების, თანამშრომლობის და საერთო ინტერესების საფუძველზე, თანხმდებიან შემდეგზე: I.  შესავალი დებულებები მუხლი 1🔗 (1)   წინამდებარე შეთანხმება ეხება მგზავრების საერთაშორისო გადაყვანას ავტობუსით, რომელიც რეგისტრირებული იქნება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, და ტვირთის გადაზიდვას ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორ ქვეყანას შორის, ან სატრანზიტო მოძრაობას, რა დროსაც გადაიკვეთება მათი სახელმწიფოების ტერიტორიები მესამე ქვეყნებიდან მომავალი  ან მესამე ქვეყნებში მიმავალი ტრანსპორტის მიერ. (2)   წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების რომელიმე სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე უფლებებსა თუ ვალდებულებებზე. წინამდებარე შეთანხმება არავითარ ზიანს არ მიაყენებს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ვალდებულებებს და იგი ყოველთვის დაექვემდებარება ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ გამოიყენება ან განიმარტება, არც მთლიანობაში და არც ნაწილობრივ ისე, რომ მან გააუქმოს, შეასწოროს ან სხვაგვარად იმოქმედოს უნგრეთის  მიერთების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, შეთანხმებებზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროკავშირი და, ასევე,  ევროკავშირის პირველადი და მეორადი სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. მუხლი 2🔗 წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში (1)  „ გადამზიდველი" – ვისაც აქვს მგზავრების და/ან ტვირთის ტრანსპორტირების უფლება სახმელეთო გზით თავისი ხარჯით ან ანაზღაურების საფუძველზე საქართველოს ან უნგრეთის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. (2)  „ ავტობუსი" – მექანიკური ამძრავის მქონე მგზავრების გადამყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს, განკუთვნილია ცხრაზე მეტი ადამიანის გადასაყვანად (მძღოლის ჩათვლით) და მისაბმელით ბარგის გადასაზიდად. (3)  „ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება" – მექანიკური ამძრავის მქონე საგზაო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რეგისტრირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს, განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვისთვის და მათ შორის თანმხლები მისაბმელის ან ნახევრადმისაბმელის ზიდვისთვის. (4)  „მოძრაობა მესამე ქვეყანაში ან მესამე ქვეყნიდან" – მოქმედება, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული გადამზიდველი ახორციელებს ტრანსპორტირებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ ქვეყნის ტერიტორიიდან, სადაც გადამზიდველი არ არის რეგისტრირებული ან როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული გადამზიდველი ახორციელებს ტრანსპორტირებას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მესამე ქვეყანაში, სადაც მოცემული გადამზიდველი არ არის დარეგისტრირებული. (5)  „კაბოტაჟი“ – ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა მეორე მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის. (6)  „ ტრანზიტი" – 6.1)   მგზავრების გადაყვანა ავტობუსით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გავლით მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის გარეშე; 6.2)  საქონლის გადატანა  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გავლით ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე. (7)  „მგზავრების რეგულარული გადაყვანა" – მგზავრების გადაყვანა ავტობუსით დადგენილი სიხშირით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით და მოცემული განრიგის და ტარიფების მიხედვით, როცა მგზავრებს ჩასხდომა ან გადმოსხდომა შეუძლიათ მხოლოდ წინასწარ დადგენილ გაჩერებებზე. (8)  „ მგზავრების რეგულარული გადაყვანა საგანგებო მიზნით" – მგზავრების გადაყვანა ავტობუსით სიის მიხედვით, მგზავრობისათვის დადგენილი მიზნით, რომელთა რიცხვში არ ითვლებიან სხვა მგზავრები.  (9)  „მგზავრების არარეგულარული გადაყვანა" – მგზავრების გადაყვანა ავტობუსით, როცა მოცემული მგზავრობა არ განეკუთვნება კატეგორიას – „მგზავრების რეგულარული გადაყვანა" ან „მგზავრების რეგულარულ გადაყვანას საგანგებო მიზნით“. II.      მგზავრთა გადაყვანა მგზავრთა რეგულარული გადაყვანა მუხლი 3🔗 (1)    მგზავრთა რეგულარული გადაყვანისთვის აუცილებელია ნებართვა. (2)    ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები მათ სახელმწიფოებს შორის მგზავრთა რეგულარული გადაყვანისათვის ნებართვებს გასცემენ მხოლოდ მარშრუტის მათ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთისათვის. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები, თავისი სახელმწიფოების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების თანახმად, ერთობლივად განსაზღვრავენ ნებართვების ძალაში ყოფნის პერიოდს და დაამტკიცებენ განრიგს, მარშრუტს და შესაბამის ფასებს. (3)    წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ ნებართვის განაცხადი შეტანილი უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, სადაც დარეგისტრირებულია გადამზიდველი. (4)     წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ განაცხადში უნდა შედიოდეს შემდეგი მონაცემები: (4.1) განმცხადებელი გადამზიდველის სახელი და გვარი ან გადამზიდველი კომპანიის დასახელება და ადგილსამყოფელი; (4.2) ტრანსპორტის ტიპი; (4.3) ნებართვის მოქმედების პერიოდი განაცხადში; (4.4) მუშაობის პერიოდი და მოძრაობის გათვალისწინებული სიხშირე; (4.5) ზუსტი მარშრუტი, გაჩერებები (მგზავრების ჩასასხდომ-გადმოსასხდომი გაჩერებები, დასვენების ადგილები, საზღვრის გადაკვეთის პუნქტები); (4.6) მარშრუტის სიგრძე კილომეტრებში: დანიშნულების ადგილამდე და უკან; (4.7)  მარშრუტის ხანგრძლივობა დღეების მიხედვით; (4.8)  მძღოლების მუშაობის და დასვენების დრო: (4.9)  განრიგი; (4.10) მგზავრების გადაყვანის საფასური (ტარიფების ცხრილი) და მგზავრობის პირობები. (5)    ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიაზე მგზავრების რეგულარული ტრანზიტული გადაყვანის ნებართვები გაიცემა იმ ხელშემკვრელი მხარის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ, რომლის ტერიტორიაც გამოიყენება სატრანზიტო ტრანსპორტირებისას. (6)    მგზავრების რეგულარული ტრანზიტული გადაყვანისათვის ნებართვის მოპოვების შესახებ განაცხადში უნდა შედიოდეს წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტებში (4.1), (4.2), (4.3), (4.5) და (4.9) ჩამოთვლილი მონაცემები და ასევე, ტრანსპორტირებისას გასავლელი სახელმწიფოების ნებართვების ასლები. (7)    ნებართვა არ მოითხოვება იმ ავტობუსისათვის, რომელიც შეცვლის მგზავრების რეგულარული ტრანსპორტირების შემსრულებელ მწყობრიდან გამოსულ ავტობუსს. მუხლი 4🔗 მგზავრების არარეგულარული გადაყვანა (1)  მგზავრების არარეგულარული გადაყვანა არ საჭიროებს ნებართვას შემდეგ შემთხვევებში: (1.1)     სატრანზიტო გადაყვანა; (1.2)     გადაყვანა ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიებს შორის; (1.2.1) წრიული ხაზები დახურული კარით – ეს ნიშნავს მგზავრების გადაყვანას, როცა ერთი და იმავე ავტობუსს გადაჰყავს მგზავრების ერთი და იგივე ჯგუფი იმ სახელმწიფოში განლაგებული გასვლის წერტილიდან, რომელმაც დაარეგისტრირა ავტობუსი, დანიშნულების წერტილამდე, რომელიც განლაგებულია იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამ დროს მგზავრთა გადაყვანისას არ იცვლება მგზავრების შემადგენლობა. (1.2.2) მგზავრების გადაყვანა, როცა უცვლელი მგზავრების ჯგუფი გადაიყვანება იმ სახელმწიფოდან, რომელმაც დაარეგისტრირა ავტობუსი, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, ხოლო ავტობუსი ბრუნდება ცარიელი. (2)  ნებართვა არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც ავტობუსი ანაცვლებს მგზავრების გადამყვან მწყობრიდან გამოსულ ავტობუსს, რომელიც ახორციელებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით ან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მგზავრთა გადაყვანას. (3)  წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული არარეგულარული ხაზების შემთხვევაში ყოველ ჯერზე საჭირო იქნება  მგზავრთა სია, რომელიც ყოველთვის უნდა ინახებოდეს ავტობუსის ბორტზე და რომელსაც ბეჭედს დაუსვამს კომპეტენტური საბაჟო ორგანო მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას. ეს არ ეხება შესვლას უნგრეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიიდან. (4)  მგზავრების სხვა არარეგულარული გადაყვანისათვის მოითხოვება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ნებართვა. მუხლი 5🔗 მგზავრების რეგულარული გადაყვანა საგანგებო მიზნით (1)  მგზავრების რეგულარული გადაყვანისათვის საგანგებო მიზნით აუცილებელია ნებართვა. ნებართვა გაცემული უნდა იქნეს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ მარშრუტის მათ ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთისათვის. (2)  განაცხადი ნებართვის მიღებაზე მგზავრობის რეგულარული გადაყვანისათვის საგანგებო მიზნით შეტანილი უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს დახმარებით, სადაც დარეგისტრირებულია გადამყვანი. განაცხადები უნდა ჩაჰბარდეს, სულ ცოტა, 60 დღით ადრე მგზავრობის დაწყების თარიღამდე. (3)  განაცხადში, რომელიც მოითხოვს მგზავრების რეგულარულ გადაყვანას საგანგებო მიზნით, მოცემული უნდა იქნეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მე-(4.1)-(4.9) ქვეპუნქტებში მოთხოვნილი მონაცემები. (4)  მგზავრების საგანგებო მიზნით რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით გადამყვანმა უნდა მოამზადოს  მგზავრთა სია, რომელიც მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ავტობუსის ბორტზე და რომელსაც ბეჭედს დაუსვამს კომპეტენტური საბაჟო ორგანო მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას. ეს არ ეხება შესვლას უნგრეთის  სახელმწიფო ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიიდან. III.     ტვირთების გადაზიდვა მუხლი 6🔗 (1)   ტვირთების გადაზიდვა ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიების გავლით ტრანზიტისას, ისევე როგორც  განკუთვნილი მესამე სახელმწიფოებისთვის ან მესამე სახელმწიფოდან ექვემდებარება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ნებართვებს. (2)  თითოეულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემულ უნდა იქნეს ცალკეული ნებართვა. ნებართვა გამოყენებული უნდა იქნეს ერთი გასვლისა და უკან დაბრუნებისათვის და განკუთვნილია როგორც დატვირთული, ასევე ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. მისაბმელიანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში ნებართვა გაიცემა მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. (3)  წინამდებარე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ნახსენები ნებართვების გადაცემა შეიძლება იყოს: a) ფასიანი ან  b) უფასო. (4) ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთობლივი კომისიის ფარგლებში განსაზღვრავენ ამ მუხლის მე-3 პუნტისათვის გასაცემი ნებართვების სახესა და რაოდენობას, აგრეთვე მათი გაცემისა და გამოყენების  წესს. (5) საგზაო ტრანსპორტის ნებართვების გადაცემა აკრძალულია, მათი გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ გადამზიდველს, რომლისთვისაც გაიცა იგი. (6) ნებართვები ყოველთვის უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე რეისის შესრულებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ისინი წარმოდგენილი უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნისთანავე. (7) ნებართვები ძალაშია მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში და მათი გამოყენება შეიძლება შემდეგი წლის 31 იანვრამდე. მუხლი 7🔗 (1)  ქვემოთ ჩამოთვლილი გადაზიდვები შეიძლება შესრულდეს ნებართვის გარეშე ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიებზე: (1.1)    სარეკლამო ან სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილი საგნების ტრანსპორტირება (მაგალითად, რაც წარმოდგენილი უნდა იქნეს ბაზრობაზე ან გამოფენაზე); (1.2)    ტექნიკის და აქსესუარების გადაზიდვა, რომლებიც განკუთვნილია თეატრალური, მუსიკალური ან კინემატოგრაფიული მიზნებისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვის, ცირკისთვის, გამოფენებისა თუ ბაზრობებისათვის, ტელე- ან რადიოგადაცემების მოწყობისთვის და ფილმის გადაღებისთვის, ასევე ცხოველების გადაყვანა აღნიშნულთან დაკავშირებით; (1.3)    დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება უკანა გზაზე; (1.4)    გარდაცვლილის ტრანსპორტირება ურნებში ან კუბოებში; (1.5)    ჰუმანიტარული დახმარებისათვის განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვა; (1.6)    მოძრავი ქონების გადაზიდვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით; (1.7)    ფოსტის გადაზიდვა; (1.8)    ხელოვნების ნიმუშების გადაზიდვა; (1.9)    ბარგის გადაზიდვა მგზავრებიან ავტობუსზე მიბმული მისაბმელებით; (1.10)  ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მაქსიმალური დატვირთული წონა მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩათვლით არ აღემატება 6 ტონას ან მაქსიმალური ტვირთამწეობა მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ტვირთამწეობის ჩათვლით არ აღემატება 3,5 ტონას. (1.11)   პირველი ცარიელი ტრანზიტული გარბენი ავტობუსებისათვის ან  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც შეძენილი იქნა საზღვარგარეთ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული გადამზიდველებისთვის. (2)   წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის (1.1)-(1.10) ქვეპუნქტებში მოცემული ტრანსპორტირების განმავლობაში  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ცარიელი გარბენი ამგვარ ტრანსპორტირებამდე ან მას შემდეგ შეიძლება შესრულდეს ნებართვის გარეშე ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიებზე. მუხლი 8🔗 (1)   წონის და გაბარიტის ლიმიტებთან დაკავშირებით ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები იღებენ ვალდებულებას, არ დაუქვემდებარონ  ტვირთის ტრანსპორტირების ნებართვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილ ისეთ წესებს, რომლებიც ნაკლებად ხელშემწყობია, ვიდრე წესები, გავრცელებული მის საკუთარ  ტერიტორიაზე დაშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. (2)   თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტი ან მისი ტვირთი აჭარბებს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დასაშვებ მაქსიმუმს,  მიღებული უნდა იქნეს სპეციალური ნებართვა (რეკომენდაცია) ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისგან ადგილობრივი წესების მიხედვით. (3)   სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოითხოვება, აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალური ნებართვა, გაცემული იმავე ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის   მიხედვით. (4)   ამ მუხლის მე-(2) და მე-(3) პუნქტებში მოცემული ნებართვის (რეკომენდაციის) გაცემასთან დაკავშირებით კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ სატრანსპორტო შეზღუდვები ან მოითხოვონ, რომ ტრანსპორტირება განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშუტით ან განსაზღვრული სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით. IV.     ძირითადი დებულებები მუხლი 9🔗 (1)   ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების გადამზიდველებმა უნდა იკისრონ იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება, რომელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზეც ახორციელებენ მგზავრების ან ტვირთის ტრანსპორტირებას. (2)   თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა დაირღვევა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული გადამზიდველის მიერ, იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც ადგილი ექნება დარღვევას, თავისი საკუთარი სამართლებრივი ზომების მიღების გარდა, შეატყობინებს გადამზიდველის დამარეგისტრირებელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც მიიღებს შესაბამის ზომებს, გათვალისწინებულს მის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. (3)   ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები შეატყობინებენ ერთმანეთს მათ მიერ განხორციელებულ სანქციებს წინამდებარე მუხლის მე-(2) პუნქტში მოცემულ შემთხვევებთან დაკავშირებით. მუხლი 10🔗 (1)   ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველმა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას, კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნისთანავე უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მესამე მხარის პასუხისმგებლობის დაზღვევის მოქმედებას, რაც ფარავს მეორე მხარისთვის მიყენებულ ზარალს. (2)   თუ ავტობუსს ან  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ექნება წინამდებარე მუხლის  პირველ პუნქტში მოცემული დოკუმენტი, გადამზიდველმა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას უნდა განახორციელოს მესამე მხარის პასუხისმგებლობის დაზღვევა მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 11🔗 ავტობუსები, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ფლობენ უფასო ნებართვებს არ ექვემდებარებიან არც  გადასახდელებს,  ბაჟებს და მოსაკრებლებს დაკისრებულს შესაბამისი მოძრაობისთვის ავტოსტრადების, გვირაბების, ხიდებისა და სხვა სახელმწიფო საგზაო ნაგებობების მონაკვეთებზე, არც ბაჟებს და მოსაკრებლებს, რომლებიც განისაზღვრება ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვებული გაბარიტების, მასის და/ან ღერძული დატვირთვის გადაჭარბების შემთხვევაში. მუხლი 12🔗 (1)      საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლისას შემდეგი მასალები თავისუფლდება გადასახადებისგან, მოსაკრებლებისგან, საბაჟო გადასახდელებისგან და საფასურისგან ისევე, როგორც ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვებისგან და აკრძალვებისაგან: (1.1)   საწვავი ავტობუსის ან  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცემული მოდელისთვის მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულ ავზში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ესაჭიროება მოძრაობისთვის; (1.2)  სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი საერთაშორისო რეისის შემსრულებელი ავტობუსის ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად და გზაში დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც დროებით არიან იმპორტირებული საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც დადასტურებულია საბაჟო სამსახურის მიერ ქვეყანაში შემოსვლისას. (2)   წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გამოყენებისას ინსტრუმენტები და გამოუყენებელი ან გამოცვლილი სათადარიგო ნაწილები, მითითებული პუნქტში (1.2), დაუბრუნდება ავტობუსის ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრირების სახელმწიფოს ან განადგურდება საბაჟო ორგანოს თანდასწრებით. (3)    წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებულ მოძრაობასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მე-(2) პუნქტის გათვალისწინებით, მის ტერიტორიაზე შესვლისას უნგრეთი იგივე მოქმედების მქონე საბაჟო მოსაკრებლებსა და გადასახდელებთან, ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვებსა და აკრძალვებთან დაკავშირებით, ახდენს განთავისუფლებასა და უპირატესობის მინიჭებას  ევროკავშირის მოქმედი საბაჟო კანონმდებლობისა და მასში მოცემული პროცედურებისა და წესების საფუძველზე. (4)      წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებულ მოძრაობასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მე-(2) პუნქტის გათვალისწინებით, წინამდებარე მუხლის (1.1) და (1.2) ქვეპუნქტში გათვალისწინებული ტვირთი გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დღგ) ევროკავშირის დღგ-სთან დაკავშირებული კანონმდებლობის თანახმად უნგრეთის  სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლისას.  (5)   უნგრეთის სახელმwiფო ტერიტორიაზე დროებით იმპორტირებული ინსტრუმენტები და გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები, რომლებიც საჭიროა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო გადაზიდვების  შემსრულებელი ქართული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ავტობუსების შესაკეთებლად და უნგრეთის  სახელმწიფო ტერიტორიაზე დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, გამოცვლილი სათადარიგო ნაწილები დაბრუნდება საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე ან განადგურდება გადამზიდველის ხარჯით საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით. მუხლი 13🔗 კაბოტაჟი, ზოგადად, არ არის დაშვებული, თუ კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო არ გასცემს ამისთვის სპეციალურ ნებართვას. მუხლი 14🔗 რაც შეეხება საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს, ასევე შესაბამისობას ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ, ეპიდემიოლოგიურ,  გარემოს დაცვის  და ბუნებრივი კონსერვაციის წესებთან, ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ მათი სახელმწიფოებiს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო შეთანხმებების დებულებებს, რომლებშიც ჩართულია ორივე ხელშემკვრელი მხარე. მუხლი 15🔗 მძიმედ დაშავებული ადამიანების გადაყვანის, სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთის ან ცხოველების ტრანსპორტირების შემთხვევაში ავტობუსით ან  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სასაზღვრო კონტროლის კომპეტენტური და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები სახელმწიფო საზღვარზე განახორციელებენ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს, ასევე, ვეტერინარულ, ფიტოსანიტარულ, ეპიდემიოლოგიურ, გარემოსდაცვით და ბუნებრივი კონსერვაციის წესებთან შესაბამისობის ზედამხედველობას. მუხლი 16🔗 (1)  საქართველოსა და უნგრეთში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ სამინისტროები პასუხისმგებელი ტრანსპორტის სფეროში ან სხვა უფლებამონაცვლე ორგანო ტრანსპორტის სფეროში. (2) წინამდებარე შეთანხმების განხორციელების და გამოყენების მიზნით ხელშემკვრელი მხარეები შექმნიან ერთობლივ კომისიას, რომელშიც შევლენ კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები. (3)  ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, ასევე აქვთ ერთობლივ კომისიაში სხვა ექსპერტების მოწვევის უფლება. (4)  ერთობლივი კომისიის შეხვედრები გაიმართება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის თხოვნით და რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაცვლეობით. (5)   ერთობლივ კომისიას აქვს წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ან მისი  მოქმედების შეწყვეტის  შესახებ წინადადების დაყენების უფლება. მუხლი 17🔗 (1) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი პერიოდით. (2)  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს. (3)  წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. (4)  წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობითი ფორმით, რაც შეტყობინებული იქნება დიპლომატიური არხების საშუალებით.  შეთანხმება გაუქმდება თორმეტი (12) თვის შემდეგ იმ დღიდან, რა დღესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს დიპლომატიურ  შეტყობინებას მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. (5)    წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან ერთად, 1966 წლის 19 მარტს ხელმოწერილი „უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს საქართველოსა და უნგრეთთან მიმართებით. მუხლი 18🔗 შესრულებულია 2013 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში, ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს აქვს ერთნაირი იურიდიული ძალა. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მის ინგლისურ ვერსიას. საქართველოს მთავრობის სახელით გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი უნგრეთის მთავრობის სახელით პიტერ სიიარტო პრემიერ მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა და ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო მდივანი