თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2014
ძალის დაკარგვა 06.02.2015
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №254
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,172 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2014 მიღება
06.02.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ
არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა)
მუხლი 3
საზოგადოებრივ სივრცეში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა სუბიექტის მიერ უშუალოდ ნივთის ან იმ მოწყობილობა-დანადგ
არის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადა­ადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი, თუ ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით სუბიექტი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება
მუხლი 3
რესტორნის, კაფე-ბ
არის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან
მუხლი 3
აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის განკუთვნილი სათამაშო ინვენტ
არის, ასევე სხვა სათამაშო და გასართობი აპარატის ან ნივთის საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება
მუხლი 3
ნივთი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად
მუხლი 3
ნივთის რეალიზაცია
გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით ნივთის შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა
მუხლი 3
მომსახურების გაწევა
სხვა პირის სასარგებლოდ სასყიდლით ან უსასყიდლოდ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რაც წინამდებარე წესის შესაბამისად არ განიხილება ნივთის რეალიზაციად
მუხლი 3
სასურსათო პროდუქცია
ადამიანის საკვებად განკუთვნილი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნებისმიერი პროდუქტი, ყველა სახის სასმელი, საღეჭი რეზინი და ყველა ნივთიერება, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს
მუხლი 3
მზა პროდუქცია
რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშა­ვების) შედეგად მიღებული პროდუქტი
მუხლი 3
საზოგადოებრივი სივრცე
ავტომაგისტრალი, გზა, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები
მუხლი 3
შენობა
ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და მთლიანად შემოსა­ზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით
მუხლი 3
შენობის შიდა სივრცე
შენობის შემომსაზღვრავ კედლებს ან/და სხვა კონსტრუქციებს შორის, შენობის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე
მუხლი 3
შენობის გარეთ არსებული სივრცე
სივრცე, რომელიც წინამდებარე წესის მიზნებისათვის არ წარმოადგენს შენობის შიდა სივრცეს.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან კირკიტაძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №254 2014 წლის 26 მარტი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართის შესაბამისად. /დანართი დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასური შემდეგი საქმიანობის ტიპების მიხედვით:   1. ნაყინი, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელები  და ლუდი – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით; 2. საზკვების ობიექტების წინ საზკვების დანიშნულების საქონელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და ა.შ.) – დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით; 3. ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატები, ატრაქციონები და სხვა აპარატები – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ-ის საფასური თვეში განისაზღვროს 40 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ყოველი თვის დასაწყისში, საქმიანობის დაწყებისთანავე. გარე ვაჭრობის ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების მეორე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნ­ქტების შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების საფასურის წინა­სწარ გადახდის შემთხვევაში გადა­ხ­დის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორ­ციე­ლების დღე, ხოლო მისი აქტივა­ცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიო­დის გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ვადის ამოწუ­რვის შემდეგ.  მუხლი 4🔗 გარე ვაჭრობის საფასურის გადახ­და განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით და მიიმართოს ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 5🔗 იმ შემთხვევაში, თუკი გარე ვაჭრობისათვის გამოყენებული ტერიტორია 0,5 კვ. მეტრზე ნაკლებია, გარე ვაჭრობის უფლების საფასური იანგარიშება 0,5 კვ. მეტრზე.  მუხლი 6🔗 დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერს: 1. 2014 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს გარე ვაჭრობის სხვა სახეობების დისლოკაციის ადგილების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენა; 2. კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები გარე ვაჭრობის მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე აქტით დადგენილი წესის მოთხოვნებს. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N68 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე დანართი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე  გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან შენობა – ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრისა და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. წინამდებარე წესი არ არეგულირებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილ ობიექტებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში ვაჭრობის წესებს. 3. წინამდებარე წესის შესაბამისად რეგულირებას არ ექვემდებარება ტერიტორიის მოწყობა:  ა) თუ ნივთის რეალიზაციისათვის მიწის ნაკვეთის მოწყობა ხდება იმდაგვარად, რომ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს; ბ) ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში განთავსებული ობიექტები;  გ) ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, ყველა სხვა შენობაში განთავსებული ობიექტი, თუ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს; დ) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისათვის ან შემდგომში რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება ნივთის წარმოება – გადამუშავება, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს წარმოების ადგილზე ნივთის რეალიზაცია (საწარმოო ობიექტები), მაგრამ არ არსებობს წინამდებარე წესის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;  ე) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისათვის ან შემდგომი რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება ნივთის შენახვა, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს შენახვის ადგილზე ნივთის რეალიზაცია (სასაწყობო ნაგებობები), მაგრამ არ არსებობს წინამდებარე წესის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.  4. თუ ნივთის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. 5. თუ ტერიტორია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში ან/და კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, განსაზღვრული იქნა გარე ვაჭრობის ადგილებისათვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და განკარგვის მიმართ არ გამოიყენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები და ამ დროს გამოიყენება წინამდებარე წესის მოთხოვნები. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები: წინამდებარე წესის ამოცანებია: ა) ქალაქის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვა; დ) თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.  მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარე ვაჭრობა:  ა.ა) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ა.ბ) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; ა.გ) საზოგადოებრივ სივრცეში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა სუბიექტის მიერ უშუალოდ ნივთის ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადა­ადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი, თუ ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით სუბიექტი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება;  ა.დ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; ა.ე) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერე­ბისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან;  ა.ვ) აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის განკუთვნილი სათამაშო ინვენტარის, ასევე სხვა სათამაშო და გასართობი აპარატის ან ნივთის საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება; ბ) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად; გ) ნივთის რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით ნივთის შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა; დ) მომსახურების გაწევა – სხვა პირის სასარგებლოდ სასყიდლით ან უსასყიდლოდ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რაც წინამდებარე წესის შესაბამისად არ განიხილება ნივთის რეალიზაციად;  ე) სასურსათო პროდუქცია – ადამიანის საკვებად განკუთვნილი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნებისმიერი პროდუქტი, ყველა სახის სასმელი, საღეჭი რეზინი და ყველა ნივთიერება, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს;  ვ) მზა პროდუქცია – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშა­ვების) შედეგად მიღებული პროდუქტი; ზ) საზოგადოებრივი სივრცე – ავტომაგისტრალი, გზა, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები; თ) შენობა – ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და მთლიანად შემოსა­ზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; ი) შენობის შიდა სივრცე – შენობის შემომსაზღვრავ კედლებს ან/და სხვა კონსტრუქციებს შორის, შენობის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე; კ) შენობის გარეთ არსებული სივრცე – სივრცე, რომელიც წინამდებარე წესის მიზნებისათვის არ წარმოადგენს შენობის შიდა სივრცეს. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე.  2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია. 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის მიზნით, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია უფლებამოსილია თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა საზოგადოებრივი სივრცი­სათვის დაამტკიცოს გარე ვაჭრობის ადგილების გეგმა.  4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.  5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 6. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად, მაგრამ არა უმეტეს ორი წლისა ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის. 7. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად, სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 8. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. 9. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია უფლებამოსილია სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვროს იმდაგვარად, რომ აღნიშნული ტერიტორიის კონკრეტული ადგილის გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა მოხდეს გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე უფლებამოსილი ორგანოს (პირის) მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიცემის საკითხის განხილვისას ან მისგან დამოუკიდებლად.  10. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილები განსაზღვროს იმდაგვარად, რომ გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილ რამდენიმე ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება გაცემას ექვემდებარებოდეს ერთ ლოტში გაერთიანებით.  11. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) ქალაქის განვითარების ინტერესები; ბ) ქალაქის იერსახე; გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე; დ) სატრანსპორტო ნაკადი; ე) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ზ) საგზაო მოძრაობის წესები; თ) ეკოლოგიური მდგომარეობა; ი) საზოგადოების სხვა ინტერესები. 12. დაუშვებელია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იქნეს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,80 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან/და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,80 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 13. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა, ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალი მოძრაობა კონკრეტული ადგილის ინტენსიობა-გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 14. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ან/და გარე ვაჭრობის უფლების მიცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები, რომლებზეც გაცემულია გარე ვაჭრობის უფლება, გამოყენებულ იქნეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. თუ აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო ადგილებს მოიცავს გარე ვაჭრობის უფლება, ასეთი გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-12 მუხლის ნორმები.  15. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ან/და გარე ვაჭრობის უფლების მიცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება, ადგილი, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, აღარ განისაზღვროს გარე ვაჭრობის ადგილად. ასეთი გადაწყვეტილება, გარე ვაჭრობის უფლების მიცემის შემთხვევაში, შესაბამის ნაწილში გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-12 მუხლის ნორმები. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება 1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას. 2. გარე ვაჭრობის უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით. 3. გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერია. 4. გარე ვაჭრობის უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონის შედეგებს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო. 5. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე  ქალაქ ქუთაისის მერი გამოსცემს ბრძანებას. 6. პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღრულია გარე ვაჭრობის ადგილისათვის, გარდა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ქალაქ ქუთაისის მერიას. 8. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილ იქნეს გარე ვაჭრობის უფლების რამდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს: ა) დაინტერესებული პირის სახელს, გვარსა და მისამართს, მათ შორის საფოსტო მისამართს. თუ განცხადებაში საფოსტო მისამართი პირდაპირ არაა მითითებული, ასეთ მისამართად ჩაითვლება განცხადებაში მითითებული მისამართი; ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას, რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება; გ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას; დ) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს; ე) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის წინამდებარე ობიექტის მესაკუთრის ნოტარიული წესით დამოწმებულ თანხმობას, რაზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება; ვ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას. 9. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, წესდება ან წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 10. ქალაქ ქუთაისის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის შესახებ მიიღება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სახით განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4–მე-6 პუქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 11. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, აუქციონის წესით, გადაცემის შესახებ მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სახით განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4–მე-6 პუქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. 12. გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ  გაიცემა ქალაქ ქუთაისის მერის წერილის სახით. 13. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანება უნდა ადგენდეს: ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას; ბ) გარე ვაჭრობის უფლების მთლიან საფასურს; გ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვადებს; დ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობას; ე) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა; ვ) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება; ზ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე; თ) მითითებას დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე; ი) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე; კ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას; ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის. 14. გარე ვაჭრობის უფლება მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე არ ექვემდებარება სხვა პირზე გადაცემას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, სხვა პირზე გარე ვაჭრობის უფლების მიცემა ხდება წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.  15. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემად არ ითვლება შემთხვევა, როცა პირი ნივთის რეალიზაციას/მომსახურების გაწევას ახორციელებს მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის მეშვეობით. ასეთ დროს გარე ვაჭრობის უფლების მქონე ვალდებულია გარე ვაჭრობის უფლების მიმცემს წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულება (გარიგება) ან/და სხვა აქტი, რომელიც ადასტურებს პირის მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს. 16. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის უფლების გადაცემა პირდაპირი განკარგვის წესით 1. გარე ვაჭრობის უფლება სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა შესაძლებელია ფიზიკური ან იურიდიული ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის. 2. გარე ვაჭრობის უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის უფლების გადაცემა აუქციონის წესით 1. იმ შემთხვევაში, როდესაც გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ერთი ადგილის/ლოტის მიმართ გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებაზე განცხადება წარდგენილი აქვს ერთზე მეტ დაინტერესებულ პირს, აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება გაიცეს მხოლოდ აუქციონის გზით. 2. გარე ვაჭრობის უფლება სასყიდლით, აუქციონის წესით, გადაცემა შესაძლებელია ფიზიკური ან იურიდიული ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის. 3. გარე ვაჭრობის უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო. 4. გარე ვაჭრობის უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს N123 დადგენილებით განსაზღვრული წესები. მუხლი 8🔗. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება, როცა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ნივთის რეალიზაცი­ის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის განთავსება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება საზოგადოებრივ სივრცეში: 1. თუ ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ხდება ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება, ასევე, თუ ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ხდება საზოგა­დოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან, სავალდებულოა პირს ჰქონდეს გარე ვაჭრობის უფლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს ქალაქ ქუთაისის მერია, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა – ნაგებობის უშუალოდ მომიჯნავე საზოგა­დოებრივი სივრცე, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაშიც იმყოფება უშუალოდ საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ არსებული ის მიწის ნაკვეთი ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საიდანაც ხდება ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ან რომლის სარგებლობაშიც იმყოფება საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი ან/და მასზე განთავსებული ნაგებობა. თუ მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე და მოსარგებლე სხვადასხვა პირია, ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლება ენიჭება პირს, რომლის სარგებლობაში და შესაბამისად პირდაპირ მფლობელობაშიც იმყოფება შენობა-ნაგებობა, საიდანაც ხდება ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა, ხოლო გარე ვაჭრობის უფლება გაიცემა შენობა-ნაგებობის სარგებლობის ვადით, მაგრამ არა უმეტეს წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადისა.  4. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების გაცემისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-5 - მე-6 მუხლების მოთხოვნები. 5. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მიცემის მოთხოვნისას დაინტერესებული პირი, მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა ქალაქ ქუთაისის მერიას დამატებით წარუდგენს შესაბამისად მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს. 6. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 9🔗. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსება 1. პირს, რომელსაც წინამდებარე წესის მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა – ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა – ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.  2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ითვლება დროებით შენობა-ნაგებობად. 3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, პირი ვალდებულია განცხადებას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენ­ტების გარდა დამატებით დაურთოს გარე ვაჭრობის უფლების მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და განმცხადებლის (გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ გარე ვაჭრობის უფლების მქონე, იურიდიული პირია, – წესდება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი. 4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის, დასაშვებია ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის განთავსების მიზნით გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირი წერილობითი განცხა­დებით მიმართავს ქალაქ ქუთაისის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ გარე ვაჭრობის უფლების მქონე იურიდიული პირია, წესდება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, – რეესტრიდან და საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) გარე ვაჭრობის უფლების მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის ესკიზური პროექტი და მისი განთავსების ესკიზური პროექტი შესაბამისი განშლებით. 6. ქალაქ ქუთაისის მერია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ სრულყოფილ დოკუმენტებს იხილავს და ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას ან ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში წარდგენილი ესკიზური პროექტი ითვლება შეთანხმებულად. შესაბამისად, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მერიას უფლება არა აქვს დაინტერესებულ პირს უარი უთხრას გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელს წინამდებარე წესის შესაბამისად მიცემული არა აქვს გარე ვაჭრობის უფლება. 8. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე ან/და შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ მიიღება წერილის სახით, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აღარ საჭიროებს დამატებით წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას. 9. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 10🔗. გარე ვაჭრობის უფლების საფასური და მისი განსაზღვრის წესი 1. გარე ვაჭრობის უფლების მიცემა ხდება სასყიდლით. 2. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ამოღებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერია.  3. გარე ვაჭრობის უფლების საფასური დგინდება გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის ყოველთვიური საფასურის სახით. 4. კვირეების, თვეებისა და წლების გამოთვლა ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 5. პირი, რომელსაც წინამდებარე წესის შესაბამისად მიეცა გარე ვაჭრობის უფლება, ავტომატურად ხდება ვალდებული გადაიხადოს საფასური წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად. მუხლი 11🔗. პასუხისმგებლობა გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიცემის აქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისას 1. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადასახდელი თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2. გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო – სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემისას გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს თითოეული ასეთი დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის სრული ოდენობა. 3. წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის სრული ოდენობა, ასევე მასვე ეკისრება გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილის გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ განთავსებული ნივთებისაგან გათავისუფლებისათვის გარე ვაჭრობის უფლების გამცემი ორგანოს (პირის) მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების გარდა, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით ან წინამდებარე წესით დაკისრებული ნებისმიერი სხვა ვალდებულებების დარღვევისას, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს თითოეული ასეთი დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,5%. 5. ამ მუხლის რომელიმე პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება, შესაბამისი დარღვევის არსებობისას არ კრძალავს ამ მუხლის რომელიმე პუნქტით გათვალისწი­ნებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 6. ამ მუხლით დაკისრებული პასუხისმგებლობის დაკისრება გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს არ ათავისუფლების დარღვევის გამოსწორებისაგან. 7. დარღვევის არსებობისას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საკითხები წესრიგდება წინამდებარე წესის მე-12 მუხლით.  მუხლი 12🔗. გარე ვაჭრობის უფლების გაუქმება 1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება გაუქმდეს გარე ვაჭრობის უფლების გამცემისა და გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის ერთობლივი გადაწყვეტილებით.  2. გარე ვაჭრობის უფლების გამცემი ორგანოს (პირის) მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად, დაწესებულ ვადაში გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით ან წინამდებარე წესით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებ­ლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებების განმეორებით დარღვევა ან/და დარღვევის გამოუსწორებლობა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო – სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემა; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, აღარ განსაზღვრავს გარე ვაჭრობის ადგილად; ვ) ადგილი, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. 3. გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობის უფლების გამცემის ან/და გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ ცალმხვივად შეიძლება გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველითაც, რომლებიც წინამდებარე წესით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. 4. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით. ასევე, არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ გარე ვაჭრობის უფლების გაუქმება გარე ვაჭრობის უფლების გამცემი ორგანოს (პირის) მიერ მოხდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ან/და გარე ვაჭრობის უფლების გაუქმებას საფუძვლად არ უდევს გარე ვაჭრობის უფლების გამცემის ბრალეული ქმედება. 5. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირი ვალდებულია დაუყონებლივ წაიღოს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების გამცემი უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილის გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ განთავსებული ნივთებისაგან გათავისუფლება, რა დროსაც გარე ვაჭრობის უფლების გამცემს არ აკისრია აღნიშნული ნივთების დაცვისა და შენახვის ვალდებულება.  6. გარე ვაჭრობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მუხლი 13🔗. საგამონაკლისო რეგულირება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერია უფლებამოსილია უქმე დღეებისათვის, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დღეებისათვის განსაზღვროს ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა დასაშვებია წინამდებარე წესის მე-4, მე-12 მუხლების დაუცველად, ასევე განსაზღვროს აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსების პირობები. მუხლი 14🔗. წესის დარღვევა 1. წინამდებარე წესის დარღვევას წარმოადგენს გარე ვაჭრობის წესის დარღვევა. 2. გარე ვაჭრობის წესის დარღვევას წარმოადგენს: ა) გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე; ბ) გარე ვაჭრობა, გარე ვაჭრობის უფლების მიცემის (მიმნიჭებელი) აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.  მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები 1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევებს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან განესაზღვროთ ვადა 30 სამუშაო დღის ოდენობით, რათა მათ მიერ, ამ წესის შესაბამისად მოპოვებულ იქნეს გარე ვაჭრობის უფლება.  2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული ბაზრები და ბაზრობები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს (გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნისა), წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ბაზრებისა და ბაზრობების განთავსება ჩაითვლება წინამდებარე წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევად.