,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.026.016252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2014 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320010,  28/03/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,დ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;  

ბ) ,,ე’’ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)  საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს (National Security Authority  (NSA)) ფუნქციების განხორციელება და აღნიშნული ინფორმაციის დასაცავად ნატო-სთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა.’’.

2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტი;’’.

3. დებულების მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7

1. ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველო;

ბ) ცენტრალური რეგისტრი (განყოფილება);

გ) საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განყოფილება.

2. უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) უზრუნველყოფს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და ნატო-ს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულებას;

ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში ნატო-ს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებად საკანონმდებლო ბაზას, პროცედურებსა და ინსტრუქციებს;

გ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებული რეგისტრების საქმიანობას, რეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალის, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას და გასცემს ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვას (Facility Security Clearance Certificate);

დ) განახორციელებს ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს წინადადებებს ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით;

ე) ატარებს ქვერეგისტრების რეგულარულ ინსპექტირებას და აცნობებს მინისტრსა და ნატო-ს უსაფრთხოების ოფისს შემოწმების შედეგებს, ამზადებს რეკომენდაციებს საქართველოს რეგისტრებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;

ვ) ატარებს საქართველოს კანონმდებლობითა და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრულ ღონისძიებებს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევებში და აცნობებს მინისტრს და ნატო-ს უსაფრთხოების ოფისს შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგებს;

ზ) შეიმუშავებს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის ევაკუაციის გეგმებსა და სამოქმედო ინსტრუქციებს;

თ) შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამას და ატარებს რეგულარულ ტრეინინგებს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირებისათვის ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ;

ი) ავითარებს თანამშრომლობას ნატო-ს წევრ ქვეყნებში კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან;

კ) აცნობებს ნატო-ს უსაფრთხოების ოფისს საქართველოს სარეგისტრო სისტემაში განხორციელებული ნებისმიერი ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ;

ლ) აბარებს ანგარიშს ნატო-ს უსაფრთხოების ოფისს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ;

მ) უზრუნველყოფს ნატო-ს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებას.

3. ცენტრალური რეგისტრი (განყოფილება) ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) აწარმოებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციისა და ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პერსონალის ცენტრალიზებულ აღრიცხვას;

ბ) დაწესებულებების ხელმძღვანელთა წარდგინებით განსაზღვრავს იმ თანამდებობებს, რომელთა საქმიანობის სფერო მოიცავს ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებს და საჭიროებენ დაშვებას ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან;

გ) უზრუნველყოფს ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემას. კანონმდებლობით დადგენილი წესით: მოიპოვებს საჭირო დოკუმენტაციას სახელმწიფო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ, ადგენს განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობას, ამზადებს დაშვების სპეციალურ სერტიფიკატებს (NATO/EAPC(PfP) Personnel Security Clearance) და წარუდგენს მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად;

დ) კონტროლს უწევს ცენტრალურ რეგისტრში და ქვერეგისტრებში არსებულ ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ,,სიცოცხლის ციკლის” მიმდინარე მდგომარეობას: ინფორმაციას მიღებული, გავრცელებული, გაგზავნილი, ნათარგმნი, გამრავლებული ან განადგურებული კლასიფიცირებული დოკუმენტებისა და მათთან დაშვებული პერსონალის შესახებ.

4. საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განყოფილება ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს (National Communications Security Authority (NCSA)) უფლებამოსილებით, ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებების შერჩევას, განსაზღვრავს ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობას, გასცემს სათანადო რეკომენდაციებს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ბ) ნატო-ს კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი ორგანოს (National Distribution Authority (NDA)) უფლებამოსილებით უზრუნველყოფს (ნატოს) კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციას, ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული კრიპტოგრაფიული საშუალებების მართვას, სრულ აღრიცხვას, უსაფრთხო მოხმარებას, შენახვას, დისტრიბუციისა და განადგურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას;

გ) უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს (Security Approval/Accreditation Authority (SAA)) უფლებამოსილებით ახორციელებს ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას, კერძოდ, იმ ეროვნული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების სანქციონირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციას.’’.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია