კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2014
ძალაში შესვლა 01.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №253
სარეგისტრაციო კოდი 080180020.10.003.017873
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №253
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესი
1. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის განსაზღვრის მიზანია აღნიშნულ პირთა მიმართ ფსიქოსოციალური და სხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებების სწორად დაგეგმვა და მათი კომპლექსურად განხორციელება.
2. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) მიხედვით.
4. სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და აღნიშნულ პირთა სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები.
5. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.