საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1126
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს მიმდინარე წლის 9 ივნისს ქ. ქუთაისში ფესტივალ „არტ ივნისის“ ფარგლებში გამართული ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების დაფინანსება 12 500 (თორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური