სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1131
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 12 ივნისის №05/12746) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით შემდეგი სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ:
ა) ქ. ახალციხეში, ხარისჭირაშვილის ქ. №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობები: ობიექტი №1 (ადმინისტრაციული შენობა) განაშენიანების ფართობით 440.9 კვ.მ; ობიექტი №2 (საექსპოზიციო) განაშენიანების ფართობით 522.5 კვ.მ; ობიექტი №3 (საექსპოზიციო) განაშენიანების ფართობით 550.2 კვ.მ; ობიექტი №4 (მედრესე) განაშენიანების ფართობით 416.8 კვ.მ; ობიექტი №5 (მეჩეთი) განაშენიანების ფართობით 369.5 კვ.მ; ობიექტი №6 (ლექც. დარბაზი) განაშენიანების ფართობით 375.8 კვ.მ; ობიექტი №7 (ჯაყელთა დარბაზი) განაშენიანების ფართობით 1056.4 კვ.მ; ობიექტი №8 (სათვალთვალო კოშკი) განაშენიანების ფართობით 183.8 კვ.მ; ობიექტი №9 (დილეგი) განაშენიანების ფართობით 123.4 კვ.მ და მათზე დამაგრებული 27 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №62.09.51.082);
ბ) ქ. ახალციხეში, ხარისჭირაშვილის ქ. №1-ში მდებარე ობიექტები: №1 (შენობა), №2 (შენობა), №3 (შენობა) და მათზე დამაგრებული 14 956 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №62.09.51.178).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ მიღებულია 13.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1131. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ“, №1131, 13.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2295920/