ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.03.2014
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2014 წლის 26 მარტი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის № 23 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გელენიძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის
კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში ადგილობრივ თვითმმართველობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსისა და დარგის მთავარი სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;
2. ხონის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
3. კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
4. კულტურის განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
5. გამგეობისა და სამსახურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებეთა ორგანიზება-მოწყობა.
6. შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ შემსრულებელთა მოღვაწეობის ხელშეწყობა.
7. საბიბლიოთეკო საქმიანობის ხელშეწყობა.
8. სახელოვნებო განათლების სკოლების საქმიანობის ხელშეწყობა.
9. კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით;
10. ხონის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებებში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
11. განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
12. განათლების სფეროში პროგრამების პროექტების შემუშავება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში;
13. სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების სათანადო ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება და კონცეფციების შემუშავება;
14. მომავალი თაობის პრობლემების გამოვლენა, შესწავლა და მათი გადაჭრისათვის ზრუნვა, კომპეტენციის ფარგლებში;
15. ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებლად წინადადებების მომზადება და რეალიზაციის ხელშეწყობა;
16. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა, პედაგოგთა და სხვა პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა;
17. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით თანამშრომლობა შესაბამის სამსახურებთან, კომპეტენციის ფარგლებში;
18. ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღონისძიებების მოწყობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა მონაწილეობით;
19. განათლების სფეროს ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
20. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საჭირო დამატებითი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო – სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
21. ბავშვთა სოციალური დაცვისა და ცხოვრების სათანადო დონის შექმნის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
22. ძეგლთა დაცვის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
23. კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ რეალიზებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
24. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
25. გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებითი დაცვის უზრუნველყოფა და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამინისტროსათვის წინადადების მომზადება;
26. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა;
27. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებების შესრულება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, გამგეობას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მონაწილეობა მიიღოს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა – პატრონობაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი საქმიანობის შესახებ;
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ე) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ვ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) შეიმუშავებს და წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
თ) წარუდგენს გამგებელს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
ი) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
კ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ლ) შეიმუშავებს და წარუდგენს გამგებელს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს, სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.