საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გრენადას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 18.03.2014
ძალაში შესვლა 18.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №558-1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2014
matsne.gov.ge 333 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2014 მიღება
18.03.2014 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გრენადას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გრენადას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გრენადას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტისა და თანასწორობის პატივისცემისა და შიდა  საქმეებში  ჩაურევლობის  პრინციპებით,  გაერთიანებული  ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ითვალისწინებენ რა ორივე მხარისთვის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და აზრთა გაზიარების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას: მუხლი 1🔗 მხარეები ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფენ რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების მიზნით იმ საკითხებზე, რომლებიც  შედის  შესაბამისი ეროვნული  პოლიტიკის კომპეტენციის  სფეროში. მუხლი 2🔗 შეხვედრები გაიმართება  თბილისსა და სენტ-ჯორჯესში მონაცვლეობით. დელეგაციების დონე, ასევე შეხვედრების თარიღები და დღის წესრიგი, დადგინდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 3🔗 მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ ასეთ სამუშაო ჯგუფებში მიიწვიონ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან მესამე მხარეთა წარმომადგენლები. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში. მუხლი 5🔗 მხარეთა შეთანხმებით აღნიშნულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს  ცვლილებები  და  დამატებები,  რომლებიც  გაფორმდება  ცალკე  ოქმების სახით  და  ძალაში  შევა  ამ  ურთიერთგაგების  მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ეს ოქმები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 6🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი 1 (ერთ)-წლიანი ვადებით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, განაცხადოს თავისი განზრახვის შესახებ – მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმს. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა შეტყობინების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2014 წლის 18 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ბ-ნი კახა იმნაძე საგარეო და სრულუფლებიანი ელჩი მუდმივი წარმომადგენელი გრენადას  საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტროს სახელით ბ-ნი დენის გ. ანტუანი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუდმივი წარმომადგენელი