⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.08.2014)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2014
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 844 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2014 მიღება
11.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2014 წლის 26 მარტი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება  (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გელენიძე დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე შექმნილი ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი დადგენილი წესის შესაბამისად. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე, სასპორტო ინფრასტრუქტურის  ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადებისა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას სპორტისა და ახალგაზრდული საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; გ) სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას გამგებელთან წარსადგენად; დ) სასპორტო და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას გამგებელთან წარსადგენად; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული ახალგაზრდული და სპორტის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე ზრუნვას; ვ) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის გამგებელთან წინადადებების წარდგენას; ზ) სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ორგანიზებას; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; თ) სპორტის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას; ი) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას; სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას; კ) სამსახურის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებას, ადგილობრივი სემინარების, კონკურსების, ოლიმპიადების მოწყობა-ორგანიზებას. ლ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას; მ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ნ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობა; ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის კომპეტენცია სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში: ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით; ბ) ქმნის პირობებს საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის; ხელს უწყობს საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას; გ) უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, გამგებელთან შეთანხმებით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია. დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები გამგებელთან შეთანხმებით. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და უფროსი სპეციალისტებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი. 2. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი 1. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. 2. წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. 3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. 4. წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 5. ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს. 6. ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. 7. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 6🔗. სამსახურის თანაშრომლის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლს  უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2.  სამსახურის  თანამშრომელი  მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები. გ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას. დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები. ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები. ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ. ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველის საკუთრებას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი     1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,