სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №731
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში შემდეგი სახელმწიფო ქონება:
| № | მისამართი | დასახელება | მიწა (კვ.მ) | რეგისტრაციის № |
| 1 | ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა | 47714 | 05.36.23.174 |
| 2 | ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა | 75360 | 05.36.23.164 |
| 3 | ქობულეთი, კაიკაციშვილის ქ. №1-ის მიმდებარედ | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა | 12819 | 20.42.11.175 |
| 4 | ქობულეთი, დაბა ოჩხამური, სოფელი ცეცხლაური | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა | 59107 | 20.51.01.065. |
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური