ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2014
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №09.02.371
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე | ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV |
| I | II |
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №09.02.371
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა
და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქ.თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ.თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 23 იანვარის №03.01.55 დადგენილება (სსმ 190020030.37.101.016141, 25/01/2013 წ).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე
დანართი 1
ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა მერის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა მერის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს:
ა) ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება რომელიც არ აღემატება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
ბ) ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება, რომელიც აღემატება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ქალაქ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
4. ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება, რომელიც აღემატება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, განხორციელდეს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ.
5. პრიორიტეტის, პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება განხორციელდეს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მიერ;
6. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური უფლებამოსილია:
ა) ქალაქ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმებით მოამზადოს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტი და დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) მოამზადოს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტი და დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ქალაქ თბილისის საკრებულოს;
გ) მოამზადოს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების ან ქალაქ თბილისის მერის განკარგულების პროექტი და დადგენილების ან, შესაბამისად, განკარგულების საფუძველზე, მერის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.
7. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტლებს შორის გადანაწილებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ქალაქ თბილისის მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ქალაქ თბილისის მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს და უთანხმებს ქალაქ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.
5. თბილისის მთავრობა და საფინანსო საქალაქო სამსახური უფლებამოსილია მე-2 მუხლის მე3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს მხოლოდ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმებული შესაბამისი დადგენილება, რის შედეგადაც ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო საქალაქო სამსახური ამზადებს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო საქალაქო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური (საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანება) უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
8. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
9. ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილება განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
10. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი 1). ცვლილების ცნობა დგება ოთხ ეგზემპლარად. გეგმის ცვლილების ცნობის პირველი ეგზემპლარი რჩება ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილებას, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სახაზინო განყოფილებას, ერთი ეგზემპლარი – აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებას და ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.
11. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება მერის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
12. მერის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დანართი 1
ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20 წლის “__” _________
_____________________________________________
( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20 წლის “__” _________
_____________________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი
(ლარებში)
პროგრამული
კოდი
პროგრამა/ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლი
ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური
გეგმა
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I
II
III
IV
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან
2. მერის სარეზერვო ფონდიდან
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა
4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე:
საბიუჯეტო განყოფილების უფროსი:
პასუხიმგებელი შემსრულებელი: