📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2014
ძალაში შესვლა 03.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №114
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.016919
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,197 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2014 მიღება
03.04.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
8 უფროსი მრჩეველი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
თანამდებობა
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი
4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე
5. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანაშემწე
6. დეპარტამენტის დირექტორი
7. მთავარი მრჩეველი
9. დეპარტამენტის დირექტორი
10. მთავარი მრჩეველი
11. უფროსი მრჩეველი
12. დეპარტამენტის დირექტორი
13. მთავარი მრჩეველი - ვებგვერდის ადმინისტრატორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №114 2014 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურის, დებულების, საშტატო განრიგისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურა, დებულება, საშტატო განრიგი და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები (დანართი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 31 დეკემბრის N980 ბრძანებულება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 3 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი დანართი №1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდეგში - აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი დაწესებულება, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. 2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, ამ დებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტის) წინაშე. 4. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 5. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირების წესით შეიძლება გადაეცეს საბჭოს მდივანს. 6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 8. აპარატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. № 7. მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები აპარატი ამ დებულების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრეზიდენტისა და საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, რისთვისაც იგი: ა) ახდენს ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების, შიდა და გარე საფრთხეებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას; ბ) აფასებს სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის სფეროში არსებულ მდგომარეობას, საფრთხეებს, გამოწვევებს და ამზადებს რეკომენდაციებს; გ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის სფეროში; დ) პრეზიდენტის დავალებისა და საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ამზადებს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს; ე) ახორციელებს სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის სფეროში პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტების, ბრძანებულებების, განკარგულებებისა და მისი - როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის - ბრძანებების შესრულების საერთო კონტროლს; ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრეზიდენტის საჯარო მოხსენებებისათვის; ზ) ამზადებს ინფორმაციულ-ანალიტიკურ მასალას სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციის გარანტი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად არის პრეზიდენტი; თ) ამზადებს რეკომენდაციებს პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების, უმაღლესი სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ; ი) ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს ქვეყნის თავდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების, მათთვის უმაღლესი სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ; კ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; ლ) შეიმუშავებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს პრეზიდენტისათვის წარსადგენად; მ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მომზადებას პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნ) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიმუშავებს და საბჭოს განსახილველად წარუდგენს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს; ო) განიხილავს გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს მიმართვებსა და წერილებს პრეზიდენტისათვის წარსადგენად; პ) მონაწილეობს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში; ჟ) საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, იყენებს სტრუქტურის გარეთ არსებულ ინტელექტუალურ და ტექნიკურ რესურსებს. აპარატი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე. მუხლი 3🔗. აპარატის ხელმძღვანელობა აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; გ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; დ) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულებას; ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, აწესებს მათი შესრულების კონტროლს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; თ) პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს საბჭოს მდივნის მოადგილეების კანდიდატურებს; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს; კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია; ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; მ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს; ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს; ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე; პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე; ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; რ) პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურას, დებულებას, საშტატო განრიგსა და აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ს) მონაწილეობს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; ტ) წარადგენს წევრებს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად; უ) პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით; ფ) ასრულებს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს. საბჭოს მდივანს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი; ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი; გ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი; ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები: ა) უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების განსაზღვრა და ანალიზი; შიდა და გარე საფრთხეების შეფასება და პროგნოზირება; ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების შესახებ ინფორმაციულ-ანალიტიკური მოხსენებების მომზადება პრეზიდენტისა და საბჭოსათვის წარსადგენად; საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობისა და საგანგებო ვითარების დროს; პრეზიდენტის საჯარო მოხსენებების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; პრეზიდენტისათვის ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალის მიწოდება სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით; საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება პრეზიდენტისათვის წარსადგენად; ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება; ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; თავდაცვის კუთხით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება; პრეზიდენტის მიერ გამოსაცემი იმ ნორმატიული აქტების პროექტების ანალიზი და მომზადება და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა, რომლებიც ეხება სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხებს; შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხილვა; პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, უმაღლესი სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; თავდაცვის სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლის ინსტიტუციური უზრუნველყოფა; გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს მიმართვებისა და წერილების განხილვა პრეზიდენტისათვის წარსადგენად; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება; გ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებათა აპარატებთან ურთიერთობის წარმართვა; ქვეყანაში საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება; დ) იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: საბჭოს კომპეტენციის სფეროში არსებული კანონმდებლობისა და კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; აპარატში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა; აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამართლებრივი დავისას საბჭოსა და მისი აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება; ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ადამიანური რესურსების მართვა; საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია; აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი; საბჭოს აპარატის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება; ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; წლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენა; აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა და მართვა; შესყიდვების განხორციელება; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება. 3. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი. დანართი №2 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აანალიზებს და აფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტი) თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტი: ა) მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და უსაფრთხოების საკითხებზე სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; ბ) განიხილავს და საბჭოს წარუდგენს წინადადებებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შესახებ; გ) ამზადებს წინადადებებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით; დ) იდენტიფიცირებას ახდენს, აანალიზებს და აფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და საბჭოსათვის შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ე) აანალიზებს და საბჭოს განსახილველად წარუდგენს მოსაზრებებს, რომლებიც ეხება ქვეყნის უშიშროების საკითხებს; ვ) ახორციელებს საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას; ზ) ანალიტიკურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე; თ) საბჭოს მდივანს აწვდის ინფორმაციულ-ანალიტიკურ მასალას სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციის გარანტი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად არის საქართველოს პრეზიდენტი; ი) შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციას; კ) განიხილავს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ მიმართვებსა და წერილებს საბჭოს მდივნისათვის წარსადგენად. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტის თანამშრომლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმოადგენს და წარმართავს დეპარტამენტს; კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა საქმიანობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ე) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ვ) საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; თ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. დანართი №3 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის ქვეყნის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტი) თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტი: ა) შეისწავლის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენებს და საბჭოსთვის წარსადგენად შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით განიხილავს თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს და ამავე სფეროში დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებს; გ) ახორციელებს საბჭოს მდივნის ინფორმაციულ უზრუნველყოფას თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; დ) შეისწავლის პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან, უმაღლესი სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ე) განიხილავს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, თანამდებობის პირების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიმართვებსა და წერილებს საბჭოს მდივნისათვის წარსადგენად; ვ) მონაწილეობს სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხების განხილვაში; ზ) თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ საბჭოსათვის წარსადგენად; თ) საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით თავდაცვის სამინისტროდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტის მრჩევლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმოადგენს და წარმართავს დეპარტამენტს; კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა საქმიანობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ე) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ვ) საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; თ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.  დანართი №4 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში  - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს საბჭოს ურთიერთობას საზოგადოებასთან, მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტი) თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში  - საბჭოს მდივანი) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტი: ა) შეიმუშავებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ მისიებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის გეგმასა და სტრატეგიას;  ბ) საქართველოს კანონმდებლობით და საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას საბჭოს მისიისა და აპარატის შესახებ; გ) ორგანიზებას უწევს საბჭოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, ინტერვიუებსა და შეხვედრებს; დ) საბჭოს აპარატის საჭიროებებიდან გამომდინარე ამზადებს მედიის ყოველდღიურ მიმოხილვას; ე) უზრუნველყოფს საბჭოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის არქივის შექმნასა და განახლებას; ვ) ამზადებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ავრცელებს პრესრელიზებს, განცხადებებს, ბიულეტენებსა და სხვა შესაბამის საინფორმაციო მასალას; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს კონფერენციების, პრეზენტაციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას; თ) ადმინისტრირებას უწევს საბჭოს ვებგვერდს; ი) უზრუნველყოფს საბჭოს ვებსერვერისა და საფოსტო სერვერის გამართულ მუშაობას; კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საბჭოს ურთიერთობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებებთან; ლ) ორგანიზებას უწევს როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიური უწყებების დელეგაციების, ისე საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტებს; მ) წარმართავს ურთიერთობას საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოურ მედიასთან და უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის გაცვლას; ნ) უზრუნველყოფს საბჭოში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოურ მედიასთან თანამშრომლობის კოორდინაციას; ო) წარმოადგენს საბჭოს აპარატს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტის მრჩევლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმოადგენს და წარმართავს დეპარტამენტს; კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა საქმიანობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ე) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ვ) საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; თ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.  დანართი №5 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) იურიდიული დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტი) თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები  დეპარტამენტი:  ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) უზრუნველყოფს აპარატში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას; დ) ახორციელებს საბჭოს მდივნის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ე) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ვ) საბჭოს მდივნის წარდგინებით მონაწილეობს მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; ზ) საბჭოს მდივანს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფოს სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მიღებული პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულების შესახებ; თ) საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს; ი) წარმოადგენს საბჭოსა და მის აპარატს სამართლებრივი დავისას; კ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა         დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტის თანამშრომლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმოადგენს და წარმართავს დეპარტამენტს; კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა საქმიანობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ  კორესპონდენციას; ე) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ვ) საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; თ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მრჩეველი.  დანართი №6 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს პერსონალის ეფექტიანად მართვის პოლიტიკას, აგრეთვე საქმისწარმოების სისტემის გამართულ, სწრაფ და ეფექტიან ფუნქციონირებას. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტი) თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტი: ა) შეიმუშავებს წინადადებებს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით; ბ) უზრუნველყოფს დაკავებულ პოზიციაზე თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენას; გ) ზრუნავს თანამშრომელთა მუდმივი განვითარებისათვის აპარატის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად; დ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციის მაქსიმალურ ზრდას; ე) მართავს აპარატში დოკუმენტბრუნვის პროცესს; ვ) ქმნის, ნერგავს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების განვითარებას; ზ) ორგანიზებას უწევს ადამიანური რესურსების მოზიდვას, მართავს შერჩევა/დაქირავების პროცესს; თ) აწარმოებს და მართავს თანამშრომლების პირად საქმეებს;  ი) მართავს თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს და დოკუმენტურად აფორმებს დანიშვნის, გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინებისა და სხვა ბრძანებების პროექტებს; კ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და უზრუნველყოფს მის დაცვას; ლ) ინიციირებს და ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს; მ) უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების კვლევას, ტრენინგების გეგმის შედგენასა და ხელმძღვანელობისათვის შეთანხმებას; ნ) ახორციელებს თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზს; ო) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; პ) განიხილავს თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმულ საკითხებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ჟ) ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა გუნდური მუშაობისა და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობის განვითარებას; რ) უზრუნველყოფს აპარატში შემოსული და აპარატში შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღებას, დამუშავებას, რეგისტრაციასა და ადრესატისათვის დროულად მიწოდებას; ს) უზრუნველყოფს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და დაარქივებას; ტ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს საიდუმლო საქმისწარმოების პროცესს; უ) აპარატში საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტის მრჩევლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმოადგენს და წარმართავს დეპარტამენტს; კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა საქმიანობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის  თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ე) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ვ) საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; თ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.  დანართი №7 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) აპარატის (შემდეგში - აპარატი) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს აპარატის საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში - პრეზიდენტი) თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტი: ა) განსაზღვრავს აპარატის საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; ბ) ადგენს აპარატის ბიუჯეტის პროექტს; გ) უზრუნველყოფს აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას; დ) უზრუნველყოფს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებასა და გაცემას; ე) წარმართავს აპარატის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას, უზრუნველყოფს საბუღალტრო და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენას და შესაბამის უწყებებში წარდგენას; ვ) უზრუნველყოფს აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) უზრუნველყოფს აპარატის ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) განსაზღვრავს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; ი) ახორციელებს აპარატისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესაბამის შესყიდვებს; კ) აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ლ) უზრუნველყოფს აპარატის მომარაგებას საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით და ახდენს მათ განაწილებას; მ) პასუხისმგებელია აპარატის სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა         1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტი შედგება მრჩევლებისაგან, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის დირექტორისა და საბჭოს მდივნის წინაშე. დეპარტამენტის მრჩევლებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმოადგენს და წარმართავს დეპარტამენტს; კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა საქმიანობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ე) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ვ) საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ზ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; თ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. დანართი №8 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი № თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 1 3 540 2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 4 2 950 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი 1 1 200 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე 1 1 100 5. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანაშემწე 4 1 000 უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი № თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 6. დეპარტამენტის დირექტორი 1 2 100 7. მთავარი მრჩეველი 1 1 800 8 უფროსი მრჩეველი 3 1 300 თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი № თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 9. დეპარტამენტის დირექტორი 1 2 100 10. მთავარი მრჩეველი 1 1 800 11. უფროსი მრჩეველი 2 1 300 საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი № თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 12. დეპარტამენტის დირექტორი 1 2 100 13. მთავარი მრჩეველი - ვებგვერდის ადმინისტრატორი 1 1 800 14. უფროსი მრჩეველი 1 1 300 15. მრჩეველი 1 1 100 იურიდიული დეპარტამენტი № თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 16. დეპარტამენტის დირექტორი 1 2 100 17. მთავარი მრჩეველი 1 1 800 18. უფროსი მრჩეველი 1 1 300 ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი № თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 19. დეპარტამენტის დირექტორი 1 2 100 20. საქმისწარმოების უფროსი მრჩეველი 1 1 300 21. ადამიანური რესურსების მართვის მრჩეველი 1 1 100 22. მრჩეველი 1 1 100 საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი № თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 23. დეპარტამენტის დირექტორი 1 2 100 24. ბუღალტერი - მთავარი მრჩეველი 1 1 800 25. უფროსი მრჩეველი შესყიდვების დარგში 1 1 300 26. უფროსი მრჩეველი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში 1 1 300.  სულ - 35.