⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.10.2018)
გაუქმებულია:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2014
ძალის დაკარგვა 03.10.2018
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 576 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2014 მიღება
03.10.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №9 2014 წლის 27 მარტი დ. ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართის 1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” მედალი დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე დანართი 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესსა და პირობებს. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება . 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა არ ეწინააღმდეგება საქართველოში დამკვიდრებულ  კულტურულ  ტრადიციებს, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებსა და სულიერი ცხოვრების წესს. აქვს განსაკუთრებული დამსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობით ან თავისი მოღვაწეობით სახელი გაუთქვა მას. 2. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არა უმეტეს 4 პირს. 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ორჯერ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისსა და ფერისცვალების დღესასწაულზე -19 აგვისტოს.  4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდო (არა უმეტეს 500 ლარის ოდენობის), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მედალი  ან დაუწესდება რაიმე შეღავათები. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქეობის წოდება მიანიჭოს პირს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინების გარეშე. 6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს  საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები . 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვთ: ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ბ) არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეთა ჯგუფს; დ) საკრებულოს წევთა სიითი შემადგენლობის 1/3; ე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 1%. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რასაც თან უნდა ერთვოდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები; დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა. მასალებს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წინასწარი განხილვის წესით, ამზადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო,  საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისია. 3. საკრებულოს სამანდატო,  საპროცედურო  საკითხთა  და  ეთიკის კომისია ამოწმებს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში   განკარგულების პროექტს ჩოხატაურის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 4🔗. ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები . 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, საქმიანობის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. 2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი და უნარიანი  მოქალაქეების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. . . . . . . .