საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის დასაფინანსებელი პროექტების კრიტერიუმების და შერჩევის პროცედურების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1233
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1233

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის დასაფინანსებელი პროექტების კრიტერიუმების და შერჩევის პროცედურების დამტკიცების შესახებ

 1. ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების („საქართველოში რე­გიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა“) მე-2 დანართის (ტე­ქ­ნიკური და ადმინისტრაციული დებულებები) პოლიტიკის რეფორ­მის მატრიცის „ბ“ ცხრილის (პირველი ცვლადი ტრანშის ფარგლებში) მე-3 ინდიკატორის „გ“ ქვეინდიკატორის შესრულების მიზნით დამტკი­ც­დეს თანდართული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები­სათვის დასაფინანსებელი პროექტების კრიტერიუმები და შერჩევის პრო­ცედურები.

2. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა ან/და საკრე­ბულოს თავმჯდომარეებმა უზრუნველყონ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვით­მ­მარ­თველი ერთეულებისათვის დასაფინანსებელი პროექტების კრიტე­რი­უ­მების და შერჩევის პროცედურების დანართის (საპროექტო წინა­და­დე­ბა) შესაბამისი პროექტების მომზადება.

3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფო­­ნდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თან­ხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვე­ტილების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნ­ველყოს ადგი­ლობ­რივი თვითმმართველი ერთეულებისათვის შესაბა­მი­სი თანხის გამოყოფა პროექ­ტე­­ბის დასაფინანსებლად.

      

 

 პრემიერ-მინისტრი                                              ნიკა გილაური

 

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი

პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი

ერთეულებისათვის დასაფინანსებელი პროექტების

კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქარ­თ­ვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემ­დ­გომში – ფონდი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გა­მოსაყოფი სახსრების უფრო მიზანმიმართული და ეფექტიანი ხარჯვის უზ­რუნველ­სა­ყოფად, დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტულობის განსაზღვრისა და შერჩევის პროცედურებში ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოების და ადგილობრივი მოსახ­ლე­ობის ჩართუ­ლო­ბის ხარისხის ამაღლების მიზნით, აგრეთვე სახელ­მწიფო რწმუნე­ბუ­ლის – გუ­ბერნატორის სამოქმედო ტერიტორიის (შემ­დგომ­ში – რეგიონი) ფარ­გ­ლებ­ში განსახორციელებელი პროექტების „რე­გიონის განვითარების სტრა­­­­ტეგიის“ მიზნებთან სინქრონიზაციის უზ­რუნ­ველ­საყოფად უაღრე­სად მნიშვნელოვანია ფონდიდან ადგილობრივი თვით­მმართველი ერთე­უ­­ლე­­ბისათვის დასაფინანსებელი პროექტების კრიტე­რიუმების და შერ­ჩე­ვის პროცედურების (შემდგომში – კრიტერი­უ­მები და შერჩევის პროცე­დუ­რები) განსაზღვრა.

ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის და­საფინანსებელი პროექტები მოიცავს რეგიონებში გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ბორდიურების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილი­ტა­ცი­ას; წყალგაყვანილობას, წყალარინებას; ხიდების რეაბილიტაციას; გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას; სასმელი წყლის ჭაბურღილების და სისტემების მოწყობას; საკანალიზაციო სისტემების და მყარი ნარჩენების მართვას; საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთებას/რეაბილიტა­ციას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელე­ბაც არ ეწინააღმდეგება რეგიონის განვითარების სტრატეგიას (შემდგომში – სა­ჯარო ინფრასტრუქტურის საკითხები).

კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები შედგება ორი ეტაპის­გან. გამონაკლის შემთხვევებში (სტიქია, ფორს-მაჟორი, გადაუდებელი სა­ჯა­­რო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვ.) შე­საძ­ლე­ბელია ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები­სა­თ­ვის დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრა კრიტერიუმებისა და შერ­ჩე­ვის პროცედურების I და II ეტაპებისგან დამოუკიდებლად.

 

I ეტაპი

(პროექტის მისაღებობა)

პროექტი განხილული იქნება შემდგომ ეტაპზე იმ შემთხვევაში, თუ ის დააკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

  1. პროექტი, რომელიც ეხება რეგიონში საჯარო ინფრასტრუქტურის საკითხებს, წარმოდგენილია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნა­ტორის ან საკრებულოს თავმჯდომარის (შემდგომში – აპლიკანტი) მიერ.

2. პროექტი აუმჯობესებს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სა­ცხო­­ვრებელ ან/და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.

  3. პროექტი შესაბამისობაშია კონკრეტული რეგიონის განვითარების სტრატეგიასა და მის სამოქმედო პროგრამასთან.

   4. პროექტი ტექნიკურად და ფინანსურად რეალისტური და განხორ­ცი­ელებადია.

    5. პროექტი წარმოდგენილია თანდართული საპროექტო წინადადე­ბის ფორმატით (დანართი).

  6. ადგილი არა აქვს სხვა ორგანიზაციების პროგრამებსა და აქტი­ვო­ბებ­თან გადაფარვას. აღნიშნული გადაფარვის არსებობის შემთხვევაში ნათ­ლადაა წარმოდგენილი, რომ რესურსების ხარჯვისა და დუბლირების თა­ვიდან აცილების მიზნით, პროექტი სათანადოდ არის კოორდინი­რე­ბუ­ლი.

 

II ეტაპი

(პროექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და შერჩევის პროცედურები)

პროექტის პრიორიტეტულობა განისაზღვრება ყველა ქვემოთ ჩამო­თ­ვლილ შერჩევის პროცედურაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში:

 

შერჩევის პროცედურები

 

1

პროექტი შერჩეულ იქნა ადგილობრივ საჭი­როებებზე დაყრდნობით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით

□ კი   □ არა (გთხოვთ დააზუსტოთ)

2

პროექტს თან ახლავს სავარაუდო ღირებუ­ლება

□ კი   □ არა (გთხოვთ დააზუსტოთ)

3

პროექტი ხელს უწყობს რეგიონის მოსახ­ლეობის საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას

□ კი   □ არა (გთხოვთ დააზუსტოთ)

4

პროექტის თანადაფინანსება ან სხვა პროექტებთან/პროგრამებთან კავშირი, რომელსაც მივყავართ უკეთეს შედეგებამდე

□ კი   □ არა (გთხოვთ დააზუსტოთ)

5

პროექტით უზრუნველყოფილია საკითხის მდგრადი და გრძელვადიანი გადაჭრა (ინფრასტრუქტურა უნდა იქნეს აღდგენილი იმ სახით, რომ უახლოეს მომავალში არ გახდეს საჭირო მისი ხელმეორედ აღდგენა)

□ კი   □ არა (გთხოვთ დააზუსტოთ)

 

 

 

 

 დანართი

საპროექტო წინადადება

ნაწილი I: თავფურცელი

(გთხოვთ წარმოადგინოთ დაბეჭდილი სახით)

პროექტის წარდგენის თარიღი:

1. პროექტი

 

1.1

შემოთავაზებული პროექტის სათაური:

 

 

1.2

მდებარეობა (მუნიციპალიტეტი, ტერიტორიული ერთეული, სოფელი):

 

 

1.3

პროექტის სავარაუდო ღირებულება ლარებით, გადასახადების ჩათვლით:

 

 

1.4

აპლიკანტის ფინანსური თანამონაწილე­ობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ფი­ნანსური თანამონაწილეობის შემთხვე­ვაში გთხოვთ მიუთითოთ თანხის რაო­დენობა

 

 

 

1.5

მოთხოვნილი თანხა ლარებით:

 

 

 

2. აპლიკანტი (სახელმწიფო რწმუნებული ­­– გუბერნატორი

ან საკრებულოს თავმჯდომარე)

 

2.1

მისამართი:

 

 

2.2

ტელეფონი:

 

 

2.3

ელფოსტა:

 

 

2.4

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნა­ტორის ან საკრებულოს თავმჯდო­მარის საკონტაქტო ინფორმაცია:

 

 

 

3. საკონტაქტო პიროვნება

 

3.1

სახელი, გვარი:

 

3.2

თანამდებობა:

 

3.3

ტელეფონი:

 

3.4

ელფოსტა:

 

 

აპლიკანტი ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეა

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ან საკრებულოს თავმჯდომარე

------------------------------------

ხელმოწერა, ბეჭედი და თარიღი:

 

ნაწილი II: პროექტის აღწერა

2.1. პრობლემის განსაზღვრა

გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი თქვენ მიერ წარმოდგენი­ლი პროექტის პრობლემის განსასაზღვრად:

 

2.1.1

გთხოვთ აღწეროთ თქვენ მიერ რეგიონის შესაბამის მოსახ­ლეო­ბასთან ჩატარებული კონსულ­ტა­ციები.

რა შედეგები იქნა მიღწეული აღნიშნულ კონსულტაციებზე დაყრდნობით?

(გთხოვთ წარმოადგინოთ დო­კუ­მენტები, რომლებიც დაადასტუ­რებს, რომ წარმოდგენილი პროექ­ტი ნამდვილად შერჩე­უ­ლია ადგი­ლობრივ საჭიროებებზე/მოსახ­ლე­ობასთან კონსულტაციებზე დაყ­რ­დნო­ბით*)

 

2.1.2

რატომაა პროექტის განხორ­ციელე­ბა მნიშვნელოვანი?

როგორაა პრო­ბლემა დაკავში­რებ­უ­ლი საბაზისო საჭიროე­ბებთან.

გთხოვთ წარ­მო­ად­­გინოთ ფაქ­ტები/ციფრები, რაც გაამყარებს პრობლემის აქტუალუ­რობას

 

2.1.3

გთხოვთ დააკონკრეტოთ ის ინ­ფ­რა­ს­ტრუქტურული საჭირო­ებები, რომ­ლებმაც გამოიწვია აღნიშნული პრობ­ლემა

 

 

*აუცილებელია პროექტს თან ერთოდეს დოკუმენტაცია, რაც დაადას­ტუ­რებს მო­­სახ­ლეობასთან ჩატარებულ კონსულტაციებს (მონაწილეთა სია, ფო­­კუსჯგუ­ფ­თან შეხვედრები, შეხვედრის ოქმი და სხვ.)

2.2. პროექტის ზოგადი და კონკრეტული ამოცანები

აღ­წერეთ პროექტის ზოგადი (ფართო და გრძელვადიანი) და კონკრე­ტუ­ლი (მოკლევადიანი და ვიწრო ფოკუსის ამოცანები, რომლებიც გვეხმა­რებ­ა ზოგა­დი ამოცანის მიღწევაში) ამოცანები

2.3. პრობლემის გადაჭრა

გთხოვთ წარმოადგინოთ, თუ რამდენად გრძელვადიანად და მდგრადად იქნება პრობლემა გადაჭრილი

2.4. მოსარგებლეები

გთხოვთ მიუთითოთ მოსარგებლე ჯგუფების რაოდენობები

2.5. მოსალოდნელი შედეგები

გთხოვთ განსაზღვროთ შედეგები, რაც თქვენი წარმოდგენით მოჰ­ყვე­ბა პროექტის განხორციელებას. როგორ შეუწყობს პროექტის განხორ­ციე­ლება ხელს მოსახლეობის საცხოვრებელი ან/და სოციალურ-ეკონომი­კური პირობების გაუმჯობესებას?

 

მოსალოდნელი შედეგები

 

შედეგი №1

 

შედეგი №2

 

 

2.6. წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა

გთხოვთ მიუთითოთ წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ხანგრძლი­ვო­ბა.