„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.
2. მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდება ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები.“.
3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებზე მყოფი პირების, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელია. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4277–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4277. სარეგისტრაციო კოდი — 440.050.000.05.001.002.688.
- სად არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4277, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.002.688 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23014/