შპს „ჯორჯიან გეითზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის (სერია 44,40,41,43,31,18 ნომერი 0528 ტიპი VIAB) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1023
2012 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
შპს „ჯორჯიან გეითზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის (სერია 44,40,41,43,31,18 ნომერი 0528 ტიპი VIAB) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრის შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს შპს „ჯორჯიან გეითზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის (სერია 44,40,41,43,31,18 ნომერი 0528 ტიპი VIAB) ლიცენზიაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, შპს „ჯორჯიან გეითს“ღაღვი-გუჯარეთის მადნიანი კვანძის კეთილშობილი და იშვიათი ლითონების შესწავლისა და შესწავლის მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარდგენის ვადა განესაზღვროს არა უგვიანეს 2017 წლის 31 მაისისა.
2. შპს „ჯორჯიან გეითი“ ვალდებულია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 850 000 ( რვაას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის არსებული კურსით, შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 2012 წლის 1 აგვისტომდე – 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში; 2013 წლის 1 აგვისტომდე – 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში; 2014 წლის 1 აგვისტომდე – 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში; 2015 წლის 1 აგვისტომდე – 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
შპს „ჯორჯიან გეითი“ უფლებამოსილია 2017 წლის 31 მაისამდე უარი თქვას ლიცენზიაზე. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ განაცხადებს უარს ლიცენზიაზე 2017 წლის 31 მაისამდე, ვალდებულია 2017 წლის 31 მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადაიხადოს 750 000 ( შვიდას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში; აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზია ითვლება ავტომატურად გაუქმებულად.
3. შპს „ჯორჯიან გეითი“, გარდა წიაღით სარგებლობის (სერია 44,40,41,43,31,18 ნომერი 0528 ტიპი VIAB) ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა, დამატებით ვალდებულია:
ა) არა უგვიანეს 2017 წლის 31 მაისისა ჩაატაროს წინასწარი ან/და დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად), რომლებიც საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით; ამასთანავე, სამუშაოების დაწყებამდე ჩაატაროს ტერიტორიის ეკოაუდიტი და სამუშაოთა მთელი პერიოდის განმავლობაში აწარმოოს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი;
ბ) მ ი უხედავად იმ გარემოებისა, პირი უარს იტყვის თუ არა ლიცენზიაზე, იგი ვალდებულია, სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, არა უგვიანეს 2017 წლის 31 მაისისა შესაბამის ორგანოში მარაგების დამტკიცების მიზნით წარადგინოსJointOreReservesCommittee (JORC)-ის კოდექსის შესაბამისად შედგენილი, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში. ამასთანავე, ის ვალდებულია სახელმწიფოს უსასყიდლოდ, უპირობოდ საკუთრებაში გადასცეს თავის მიერ შესწ ა ვლის შედეგად მიღებული ყველა მასალა (ინტელექტუალური საკუთრება). აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი ვალდებულია სახელმწიფოს უპირობოდ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, კერძოდ, მარაგების ანგარიშის მომზადებისათვის გასაწევი ხარჯები. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით აღნიშნული ზიანი ეხება მხოლოდ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანს;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);
დ) 2017 წლის 31 მაისამდე უზრუნველყოს იმ ლიცენზირებული ფართობის (ტერიტორიის) დაბრუნება, რომელიც, შესწ ავ ლის შედეგებზე დაყრდნობით, წარმოადგენს უპერსპექტივო უბანს;
ე) მარაგების ანგარიშის და ათვისების გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ასევე ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი განსახორციელებელი ინვესტიციების დადგენილ ვადებში განუხორციელებლობა შესაძლებელია განხილულ იქნეს წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლად;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა მარაგების დამტკიცების შემდეგ გამოთვლილ ფასსა და წიაღით სარგებლობის (სერია 44,40,41,43,31,18 ნომერი 0528 ტიპი VIAB) ლიცენზიის მიღების მომენტისათვის გადახდილ ფასს შორის;
ზ) ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი, ხოლო 2012 წლის სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი წარადგინოს 2012 წლის 1 სექტემბრამდე;
თ) ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 აპრილისა წარადგინოს წინა წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში;
ი) ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენის პარალელურად ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ინვესტიციის ხარჯვის ანგარიშს;
კ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;
ლ) სახელმწიფო უფლებამოსილია ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს ლიცენზიები და ნებართვები (მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან);
მ) ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას ფართობის რეკულტივაციისათვის ფართობის დაბრუნების მომენტისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ასეთი მიწის კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებით;
ო) დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, „გარემოს დაცვის შესახებ“საქარ თ ველოს კანონით, ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური