⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.08.2014)
გაუქმებულია:

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2014
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,207 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2014 მიღება
05.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2014 წლის 28 მარტი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის    №5 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე დანართი საჩხერის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი. ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.  თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები: ა) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები; ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები; გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა; დ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა; ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი        ფორმით გასაცემი დახმარებები; თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა; ი) უმუშევართა სოციალური დაცვა; კ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა; ლ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა. თავი II ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი მუხლი 2🔗. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება; ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება. 2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება;  ბ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. დ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) ქორწინების მოწმობის ასლი,  შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან პირის        კანონისმიერი  მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი. ვ) რწმუნებულის რეკომენდაცია. მუხლი 3🔗. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონო მიცვალებულთა  სარიტუალო მომსახურება 300 (სამასი)-დან 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით. 2. მიმღები და თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, რომელმაც უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი  მომართვა; ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) რწმუნებულის პირადობის მოწმობა (ასლი). მუხლი 4🔗. ავადმყოფთა სოციალური დაცვა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მძიმე  ავადმყოფებზე, წელიწადში ერთჯერადად  200 (ორასი) ლარის ოდენობით: ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობის II ბ-IV ხარისხით; ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდირებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის- ,,პეისმეიკერის“, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია); გ) სასუნთქი სისტემის დაავადებები II-III ხარისხის უკმარისობით; დ) ონკოლოგიური დაავადებები II-IV კლინიკური ჯგუფი ან/და რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიული, ჰორმონოთერაპიული, სხივური-თერაპიული და პალიატიური) მკურნალობას;  ე) შაქრიანი დიაბეტი-ტიპი 1, ტიპი 2-ინსულინმომხმარებელი; ვ) ქრონიკული ჰეპატიტი  ,,в” და ,,с” ზ) ღვიძლის ციროზი; თ) ეპილეფსია; ი) ფსიქიკური აშლილობა. 2. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან  ასლი მკურნალი  ექიმის მიერ ბეჭდით დამოწმებული); დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ან შესაბამისი თემის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. ე) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი. 3. ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ საჭიროებენ ოპერაციას, ამასთან  ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული და ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარჯის დაფარვას,   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელიწადში ერთჯერადად  გაიცემა დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე. 4. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა          წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი  მკურნალი ექიმის მიერ ბეჭდით დამოწმებული); დ) მკურნალი ექიმის დასკვნა, ოპერაციის შემთხვევაში ანგარიშფაქტურა  სტაციონარიდან.    ე) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული  იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,  ან შესაბამისი   თემის საკრებულოს დეპუტატის  შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ   რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. 5. ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია დაავადებები, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  6. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა   წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი  მკურნალი ექიმის მიერ ბეჭდით დამოწმებული); დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული   იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა,  ან შესაბამისი   თემის საკრებულოს დეპუტატის   შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. 7. საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ  მოქალაქეებს, რომლებიც დიალეზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა   ქალაქებში, მიეცემათ  100 (ასი) ლარი  ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვის მიზნით. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, კომისიის ოქმის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი სია, შემდგომში სოციალურ საკითხთა სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას საჩხერის სოციალური სააგენტოს წერილის საფუძველზე, კომისის შემდგომი ოქმის გარეშეც. 8. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;        გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ); დ) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება თანხის მიმღები პირის ანგარიში; ვ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული   იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ან შესაბამისი თემის     საკრებულოს  დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული აფერხებს  შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. 9. ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე 18 წლამდე მოზარდებს,  რომლებიც საჭიროებენ  თერაპიულ  მკურნალობას, დაენიშნოთ ყოველთვიური  დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, კომისიის ოქმის  საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი  სია, შემდგომში სოციალურ საკითხთა სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის  მომზადებას, თემის რწმუნებულის მომართვის საფუძველზე. 10. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი  დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ); დ) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება  თანხის მიმღები პირის   ანგარიში; ვ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ან შესაბამისი თემის  საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული   აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. მუხლი 5🔗. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადად 1. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის         შემთხვევაში  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; გ) ხანძრის შედეგად დაზიანებული  დამხმარე ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში 200 (ორასი) ლარის ოდენობით; დ) რაიმე დაავადების შედეგად მასობრივად გაწყვეტილი პირუტყვის მეპატრონის ოჯახზე  100 (ასი) ლარის ოდენობით;  ე) მეწყერის  ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად დაზიანებული  საცხოვრებელი სახლის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულის დაზიანების შემთხვევაში,  არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი სამსახურის მიერ (ან ასლი დამოწმებული ბეჭდით უფლებამოსილი სამსახურის მიერ); დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ან შესაბამისი თემის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა იმ შემთხევაში თუ რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. ე) ცნობა ბანკიდან სადაც მითითებული იქნება პირადი ანგარიში. მუხლი 6🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. კომისიის მიერ მიჩნეულ განსაკუთრებულად  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებზე გაიცეს   ფულადი დახმარება ერთჯერადად წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. კომისიის მიერ მიჩნეულ გაჭირვებულ ოჯახებზე-სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით  100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, რომელსაც შეეძინება მესამე შვილი, მიეცეს დახმარება  200(ორასი) ლარი, მეოთხე შვილის შეძენის შემთხვევაში - 300(სამასი) ლარი, მეხუთე  ან მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში კი  500 (ხუთასი) ლარი. 4. რწმუნებულის მიერ მიჩნეულ  გაჭირვებულ ოჯახზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება  მიეცემათ ერთჯერადად  წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს. 6. მუნიციპალიტეტში  წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვების დაბადების მოწმობის  ასლები; დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,  ან შესაბამისი თემის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. მუხლი 7🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებზე  100 (ასი) ლარის ოდენობით,  ერთჯერადად წელიწადში. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა წარმომადგენელმა  (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის   ასლი;  გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენლის , (ასეთის ყოლის შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის დამადასტურებელი ცნობა  სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ან შესაბამისი  თემის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას.       მუხლი 8🔗. ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს; ბ) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი, უნგრეთი) მებძოლ ომის მონაწილეებს; გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს; დ) სამხედრო ძალების ვეტერანებს; ე) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მარჩენალდაკარგულ პირებს; ვ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის     მონაწილე, ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს; 2. თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარამდე. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი. დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული   იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა ან შესაბამისი თემის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ  რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. 4. პირველ  პუნქტში მითითებულ ბენეფიციარებზე  წახალისების მიზნით  მუნიციპალიტეტს შეუძლია გასცეს  ფულადი დახმარება სადღესასწაულოდ: 26 მაისს,  9 მაისსა და 31 დეკემბერს  საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, რომელსაც  სოციალურ საკითხთა სამსახური წარუდგენს კოსმისიას.  თანხის ოდენობა განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 9🔗. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა 1. რომელიმე მშობლით ობოლ ბავშვებს, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი მიეცემათ ერთჯერადი დახმარება  წელიწადში. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 (ასორმოცდაათ) ლარს. 2. მარტოხელა პენსიონრებს, რომელთაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან სხვა კანონით გათვალისწინებული  შრომისუნარიანი მარჩენალი გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარამდე. 3. კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა დედებს გაეწევა დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად. 4. ბენეფიციარმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება. ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა  გარდაცვალების შესახებ; დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); ე) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა ან შესაბამისი თემის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. მუხლი 10🔗. უმუშევართა სოციალური დაცვა 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში ოჯახის წევრები არ მუშაობენ.  თანხა გაიცემა ერთჯერადად 50 (ორმოცდაათ) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა ან შესაბამისი თემის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობა, იმ შემთხევაში, თუ რწმუნებული აფერხებს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას. მუხლი 11🔗. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა. 1. ,,შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  2. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა სოციალურ საკითხთა სამსახურში უნდა წარმოადგინოს  მიმართვა  იმ პირთა  შესაბამისი სიით და თანდართული დოკუ-მენტაციით, რომელთაც რეკომენდაციას უწევს დახმარების მისაღებად (პირადობის მოწმობის ასლი, რეკომენდაცია), რომელსაც წარუდგენს შესაბამის კომისიას. მუხლი 12🔗. საცხოვრებლით უზრუნველყოფა 1. დახმარებები დროებითი ან გრძელვადიანი გადახდებით უზრუნველყოფისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, იაფი ან საზოგადოებრივი სახის საცხოვრებლით, თავშესაფრით უზრუნველყოფა. თანხის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით თვეში. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და მქირავებლის); გ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა სადაც მითითებულია, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი; დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხა (ასლი); ე) ცნობა ბანკიდან პირადი ანგარიშის შესახებ. თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება მუხლი 13🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის  მუნიციპალიტეტს. 2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე მოსამზადებლად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურს, რომელიც სათანადო მასალებს განსახილველად მიაწოდებს შესაბამის კომისიას. მუხლი 14🔗. კომისია 1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელიც იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. კომისია იკრიბება თვეში ორჯერ მაინც. თვის პირველ და ბოლო ოთხშაბათს. ამზადებს შესაბამის ოქმს თანდართული დოკუმენტაციით გამგებელთან წარსადგენად. 4. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 5. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად,  ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები პასუხის-მგებლები არიან თავიანთი  თემის ტერიტორიაზე  უზრუნველყონ თანხის მიმღებ პირთა სიის გასაჯაროება. მუხლი 15🔗. კომისიის სხდომის ოქმები                           1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში. 3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 4. კომისიის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების   მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალურ საკითხთა სამსახურისა და კომისიის დასკვნის საფუძველზე, რის შემდეგაც მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.  2. გადაუდებელ შემთხვევაში, თუ აუცილებელია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის  ,,გ“ და ,,დ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსხვავებული თანხით დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის  გარეშეც, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიმართვით,  შესაბამისი დოკუმენტაციით, გამგებელთან ან საკრებულოს თავჯდო-მარესთან შეთანხმების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდო-მარის ბრძანებით. მუხლი 17🔗. დახმარების გაცემა 1. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურში. 2. თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო (დახმარების მიმღების მიერ  წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე) ანგარიშსწორებით. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 18🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.