,,2005-06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 25.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №147
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.000.281
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 26/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,097 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,2005-06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №147 2005 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი 2005-06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ კონფლიქტების ზონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეებისათვის, აგრეთვე მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისაათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიათვის დაღუპულთა შვილებისა და კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებისათვის საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად:     მუხლი 1🔗 2005-06 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ან ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის გამოიყოს 250 სახელმწიფო სასწავლო გრანტი.     მუხლი 2🔗 სოციალური პროგრამის ფარგლებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტები გაუნაწილდეთ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: 1. 90 სახელმწიფო სასწავლო გრანტი – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი (საშუალო) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის: ა) მესტიის რაიონში – 8 გრანტი; ბ) ლენტეხის რაიონში – 5 გრანტი; გ) ონის რაიონში – 3 გრანტი; დ) ქედის რაიონში – 11 გრანტი; ე) ხულოს რაიონში – 18 გრანტი; ვ) შუახევის რაიონში – 11 გრანტი; ზ) ყაზბეგის რაიონში – 3 გრანტი; თ) დუშეთის რაიონის ბარისახოს, შატილისა და ქვეშეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 3 გრანტი; ი) ადიგენის რაიონში – 11 გრანტი; კ) ახალქალაქის რაიონში – 5 გრანტი; ლ) ნინოწმინდის რაიონში – 1 გრანტი; მ) წალკის რაიონში – 3 გრანტი; ნ) დმანისის რაიონში – 4 გრანტი; ო) ახმეტის რაიონის პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 4 გრანტი. 2. 90 სახელმწიფო სასწავლო გრანტი – პირებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი (საშუალო) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს კონფლიქტის ზონებში, მათ შორის: ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 55 სახელმწიფო სასწავლო გრანტი; ბ) ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონში – 35 სახელმწიფო სასწავლო გრანტი. 3. 20 სახელმწიფო სასწავლო გრანტი – პირებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი (საშუალო) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, თბილისში – არა უმეტეს 5 გრანტისა. 4. 20 სახელმწიფო სასწავლო გრანტი – პირებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი (საშუალო) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, თბილისში – არა უმეტეს 5 გრანტისა. 5. 20 სახელმწიფო სასწავლო გრანტი–საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს. 6. 10 სახელმწიფო სასწავლო გრანტი – კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებს.     მუხლი 3🔗 სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთი ზემოჩამოთვლილი კატეგორიის მიხედვით. აბიტურიენტის არჩევნით.     მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გამოცდების შედეგების საფუძველზე ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს.     მუხლი 5🔗 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ ქვეკატეგორიაში შემავალ აბიტურიენტთა რაოდენობა აღემატება შესაბამისი ქვეკატეგორიისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტების რაოდენობას, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ამ ქვეკატეგორიის პირთა შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების საფუძველზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირებისათვის დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ ქვეკატეგორიაში შესაბამისი რაოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემა, დარჩენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტები გაიცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქვეკატეგორიებში შემავალ პირთა შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების საფუძველზე, მაგრამ არა უმეტეს 6 სახელმწიფო სასწავლო გრანტისა. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილებით გათვლისწინებული პირებისათვის ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქვეკატეგორიებში შემავალ პირთა რაოდენობა ნაკლებია გამოყოფილი გრანტების რაოდენობაზე ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი გრანტების გადანაწილების შედეგად დარჩა გრანტები, დარჩენილი გრანტები გაიცემა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ქვეკატეგორიაში შემავალ პირთა შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე კატეგორიაში შემავალ აბიტურიენტთა რაოდენობა აღემატება შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტების რაოდენობას, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ამ კატეგორიის პირთა შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების საფუძველზე.     მუხლი 6🔗 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ფარგლებში.     მუხლი 7🔗 იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირებისათვის დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული რაოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემა, დარჩენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტები დაემატება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ სპეციალობებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტების რაოდენობას.     მუხლი 8🔗 პირი სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. განცხადებას სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის შესახებ თან უნდა დაერთოს ამ დადგენილების მე-2 მუხლით ერთ-ერთი კატეგორიისათვის პირის მიკუთვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად.     მუხლი 9🔗 სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით.     მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი