წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.03.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.06.2015
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2014 წლის 28 მარტი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის
აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება დანართი №1 შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი
დანართი№1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი და დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვის წესს, უფლებამოსილებას და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი და დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 2🔗.
კომისიის მიზანი
კომისიის მიზანია: შეისწავლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობა და გაუწიოს მათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებით, თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარით.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება.
1. სტიქიური მოვლენა - ისეთი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაცია, რომლის დროსაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრების ნორმალური პირობები და ზარალდება მოსახლეობა. ასეთი საგანგებო სიტუაციებია: მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კარსტული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი, ხანძარი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის მოვლენები.
2. დაზარალებული ოჯახი - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომელსაც სტიქიური მოვლენის შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი.
3. დახმარება - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის ერთჯერადად გაწეული ფინანსური დახმარება ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებით.
4. დოკუმენტაცია - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით კომისიის მიერ მოპოვებული წერილობითი მასალა.
მუხლი 4🔗.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვის წესი
1. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი (წევრები) დაზარალებული ოჯახისათვის სტიქიური მოვლენის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვის მიზნით ადგილზე გასვლით ამოწმებს დაზარალებული ოჯახის ფაქტიურ მდგომარეობას, ადგენს ვიზუალური დათვალიერების აქტს და ახდენს ობიექტის დასურათებას, შეისწავლის ოჯახის სოციალურ მოდგომარეობას და მოპოვებულ ინფორმაციას კომისია განიხილავს სხდომაზე.
2. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 5🔗.
კომისიის სტრუქტურა
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგებლის მოადგილე და/ან მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსი; სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი, გამგებლის თანაშემწეები, ქ. წყალტუბოს რწმუნებული, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი (მოწვევით) და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული (მოწვევით).
3. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
მუხლი 6🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს კომისიაში შესული ფიზიკური პირის განცხადება, რომელსაც სტიქიური მოვლენების (ბუნებრივი და ტექნოგენური მოვლენები) შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი.
2. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი/წევრები განცხადებაში მითითებული საკითხის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნას და გამგეობის სამსახურების მიერ დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველი ინფორმაციას/ცნობას/აქტს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც.
3. კომისიის წევრის/წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) დაზარალებულის განცხადებას.
ბ) დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს ან სხვა დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია.
გ) კომისიის წევრის (წევრების) მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს.
დ) ფოტომასალას.
ე) რწმუნებულის მიერ წამოდგენილ ინფორმაციას/ცნობას/აქტს დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული დაზიანების შესახებ.
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ზიანის დადგენის შესახებ ინფორმაციას.
თ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა/აქტი ხანძრის შედეგად დაზარალებულის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის თაობაზე.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 7🔗.
კომისიის უფლებამოსილება
კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიის შედეგად დაზარებული ოჯახისათის დახმარების გაწევის ან უარის თქმის შესახებ.
2. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც აისახება კომისიის სხდომის ოქმში და კომისიის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
3. კომისიის მიერ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენისა და საკითხის ირგვლივ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახისათვის თანხის ჩარიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში, საფინანასო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 8🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ კომისიის თავმჯდომარის მიერ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვისა და შესწავლის მიზნით.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 9🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.