,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2014 წლის 28 მარტი ქ. საგარეჯო |
|
2. ოჯახები, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა. (შეწყვეტის მიზეზის საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში).
3. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, მედიკამენტების დაფინანსება;
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
5. უდედმამო ბავშვები;
6.უპატრონო მიცვალებულები და იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირები.
7. დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
8. აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება.
9. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 150 ლარი წელიწადში.
10. ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი.
11. განსაკუთრებულ შემთხვევბში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე,შესაძლებელია გამოყოფილი იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ,რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს,თუმცა მათი ეკონომიური,სოციალური და ჯამრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
2. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული,გამოკვლევების, მედიკამენტების დაფინანსება ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. სამკურნალო თანხები, რომლის 70%-მდე ანაზღაურებს საყოველთაო, ასაკობრივი ან რომელიმე სხვა დაზღვევა, შესაძლებელია დაფინანსდეს დაუფინასებელი თანხის 50%, რომელიც აღემატება 500 ლარს, არაუმეტეს 500 ლარისა.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) – 150 ლარი.
4. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად.
5. უპატრონო მიცვალებულები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი.
6. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისათვის –100 ლარი; სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი.
7. უფასო კვების ობიექტები– 180000 (ასოთხმოცი ათასი) ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).
8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 150 (ასორმოცდაათი) ლარი წელიწადში.
9. ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ოფისის დაფინანსება- 10000 ლარი.
10. განსაკუთრებულ შემთხვევბში,სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
11. სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია სოციალური დახმარების თანხის ოდენობის გაზრდა.
2. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.
3. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.
4. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.
5. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების(თანადაფინანსების) მოქალქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებითდამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.დახმარება გაიცემა გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
6. არასრულწოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.
7. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა.
2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.
2. მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.
1. სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით.
2. სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა.
3. დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.
|