„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2589 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1395
2012 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2589 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2589 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი