ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმის, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.03.2014
ძალის დაკარგვა 12.03.2015
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმის, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2014 წლის 28 მარტი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ" და ,,ღ" ქვეპუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი დანართი №1-ის შესამაბისად.
2. დამტკიცდეს პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად;
4. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ელექტრონული აუქციონის ფორმით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საფასური და საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ამასთან, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს სიდიდე არ შეიძლება იყოს საპრივატიზებო ქონების საწყისი საფასურის 20 %-ზე ნაკლები. ბიჯის ოდენობა კი ამ დადგენილებით განსაზღვრულია 10 %-ის ოდენობით.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისათვის წლიური გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო. თვითმმართველი ერთეულის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და ბიჯის სიდიდეს განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
8. ელექტრონული აუქციონის ფორმით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წილი 25%-ზე ნაკლებია.
9. ელექტრონული აუქციონის ფორმით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
10. ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
11. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. თვითმმართველი ერთეულის – ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია (შემდგომში –
კომისია).
2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს კომისია, რომელიც საჭირო ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება, ინფრომაციის გამოქვეყნება აგრეთვე შესაძლებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ნებისმიერ ხელმისაწვდომ საინფარმაციო საშუალებებში. ინფორმაციის საჯაროობისა და ხემისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო მონაცემებს;
კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო მონაცემებს;
კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს, საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 (ათი) და არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები (რეზიდენტი და არარეზიდენტი);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ელექტრონული გადახდის (საბანკო პლასტიკური ბარათი) საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა
ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის ელექტრონული) უნდა წარმოადგინოს/გააქტიუროს და/ან ბე უნდა გადაიხადოს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თითოეული
ქონებისათვის ცალ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. აუქციონის დასაწყისად ითვლება ლოტში მითითებული დაწყების დრო.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით.
მუხლი 5🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ასპინძის მუნიციპალიტეტს;
ბ) მომხმარებლის მხრიდან რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. კომისია ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 (შვიდი) და არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების ღირებულება;
გ) აუქციონში გამარჯვების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) გასაფორმებლად.
მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ისე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარატიის (მათ შორის ელექტრონული) წარმოდგენის/გააქტიურების საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
5. გამარჯვებულის მიერ თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში ბე ან/და საბანკო გარანტია უკან არ დაუბრუნდება.
6. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება უკან. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
მუხლი 7🔗. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №--------
,,------ “ ---------------------- დაბა ასპინძა
ეს ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) გაიცა ––––––––––––––––––––––––––
–
––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები:
მასზედ, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა
ქონების საწყისი ფასი ------------------------------- (--------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ -------- წლის ------------------- მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის -------------------- (--------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე
1. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს
--------------------------------------------------------------
აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში
შემდეგ საბანკო ანგარიშზე №-------------------------------------
2. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ---------------------------------------------------------
ბ) --------------------------------------------------------
გ) --------------------------------------------------------
დ) და ა.შ.
4. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს, მხოლოდ გამყიდველის წერილობითი თანხმობის შემდგომ იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით.
7. ქონების გასხვისების შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
9. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
ა) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განხორციელებული ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) მყიდველის მიერ ოქმის და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 1%-ს.
10. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.
12. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადაგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
13. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 დღის ვადაში.
14. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
15. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
კომისიის თავმჯდომარე
ხელმოწერა /--------------------/ /------------------------/
სახელი გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)
ხელმოწერა /---------------------/ /---------------------/
სახელი გვარი
.
დანართი №3
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი № -----
,,---------- “ ,,------------------- “ დაბა ასპინძა
ეს ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) გაიცა--------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის/მოსარგებლის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები;
მასზედ, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა
ქონების საწყისი ფასი ------------------------------- (--------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ -------- წლის ------------------- მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის -------------------- (--------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი/მოსარგებლე) და მას ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში/სარგებლობაში გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე
მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 (შვიდი) და არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
№------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------
2. მყიდველს/მოსარგებლეს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. მყიდველს/მოსარგებლეს უფლება არა აქვს საკუთრების/სარგებლობის დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა - პატრონობასა და დაცვაზე.
4. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.(ეს პუნქტი არ ვრცელდება სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
5. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ, მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. (ეს პუნქტი არ ვრცელდება სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამდასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო ასპინძის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლეზე სარგებლობის უფლება გადადის ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს/მოსარგებლეს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს/მესარგებლეს.
9. მყიდველი/მესარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფილობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
კომისიის თავმჯდომარე
ხელმოწერა
–––––––––––– ––––––––––––
სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი/მესარგებლე)
ხელმოწერა
––––––––––– –––––––––––
სახელი, გვარი
.
დანართი №4
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა