სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.03.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2014
matsne.gov.ge 351 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება №37 2014 წლის 26 მარტი ქ. თბილისი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის მინისტრი                                                         ლ. გულედანი დანართი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტოლოგიის ან კონფლიქტოლოგიის დარგებში); ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის  გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური, რუსული ან აფხაზური ენის ცოდნა (რამდენიმე  ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა); ე) ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად; ზ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; თ) პროექტების წერის გამოცდილება. 2. სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა  შესახებ“; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ვ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ზ) შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის №21 დადგენილება „სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.