სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.017881
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2014
matsne.gov.ge 253 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №261 2014 წლის 31 მარტი ქ. თბილისი სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ მუხლი 1🔗 სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12  მუხლის  მე-2 პუნქტის  საფუძველზე: 1. სტუდენტები,  რომლებმაც 2012 და 2013 წლებში ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს ან/და ნაწილობრივ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და საკუთარი სურვილით არა უგვიანეს 2014 წლის მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევამდე აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში,  უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების მიზნით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაში გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები. 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამავე პუნქტში მითითებული პირების დათხოვნა. 6. სტუდენტის მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული პრივილეგიები არ გავრცელდება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა მის ამოწურვამდე შეწყდება სტუდენტის მიერ ან სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი