საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.04.2014
ძალის დაკარგვა 20.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/81
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,351 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2014 მიღება
20.06.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/81 2014 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №245 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე მარგიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №245 დადგენილების  შესაბამისად. 2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში. 3. ცენტრი კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: თბილისი, სანაპიროს ქ. №4. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები 1. ცენტრის  მიზნებია:  ა) ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარება; ბ)  ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ; გ) ქართული ლიტერატურით დაინტერესებული უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლების ხელშეწყობა და ქართული ლიტერატურის თარგმანების დაფინანსება; დ) საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაში ქართველი გამომცემლების, მთარგმნელების და ავტორების მონაწილეობის ხელშეწყობა და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული პროგრამის ორგანიზება; 2. ცენტრის  ამოცანებია:  ა) ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ თარგმნისა და გამოცემის სტრატეგიის განსაზღვრა და უცხოელი გამომცემლებისთვის, თარგმანების გამოცემის მიზნით, კონკურსების გამოცხადება და სპეცილური პროგრამების შეთავაზება; ბ) ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და ლიტერატურის მთარგმნელებისათვის სპეციალური სემინარების, კონფერენციების მოწყობა და მოკლევადიანი სარეზიდენტო პროგრამების შეთავაზება; გ) ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის მიმართულებით საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რესურსის გამოყენება;    დ) საზღვრებს გარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სტენდის კონცეფციის და მხატვრული პროგრამების შემუშავება და ერთიანი ეროვნული სტენდის მოწყობის ორგანიზება; ე) ქართული ლიტერატურის უცხოური ლიტერატურის თარგმანებით გამდიდრების მიზნით, ქართველი გამომცემლებისთვის სპეციალური კონკურსების გამოცხადება; ვ) საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარების მიმართულებით სპეციალური კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება; ზ) ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა; თ) ქართველი გამომცემლებისათვის, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, სპეციალური სემინარების ორგანიზება; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ქართული ლიტერატურული პროცესის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;  კ) საერთაშრისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება და კერძო სექტორთან თანამშრომლობა და დამატებითი თანხების მოძიება ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. მუხლი 3🔗. ცენტრის უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი  ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია: 1. ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ თარგმნასა და გამოცემას. 2. შეიმუშაოს ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგია. 3. ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან. 4. მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები. 5. საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა. 6. საერთაშორისო პროექტებში ქართველი გამომცემლების, მთარგმნელების და ავტორების მონაწილეობის ხელშეწყობა და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული პროგრამის ორგანიზება; მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა და სტრუქტურა 1. ცენტრის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს  ცენტრის   დირექტორი. 2. ცენტრის   ძირითად მიმართულებებს და სტრუქტურას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორი. მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება 1. ცენტრის  საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2. ცენტრის   დირექტორი: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და ცენტრის ბიუჯეტს; ბ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს ცენტრის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განაგებს და განკარგავს ცენტრის  ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის   თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას, სტრუქტურას, ბიუჯეტს და შინაგანაწესს; თ) ამტკიცებს ცენტრის  სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას; ი) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს  ცენტრის  დებულებაში ცვლილებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები; ლ) ვალდებულია, მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ. 3. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; დ) გარდაცვალებისას; ე) სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებული წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით; ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 6🔗.  ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო 1. ცენტრის  შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისგან  და  იკრიბება თვეში  არანაკლებ ერთხელ მაინც. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს წარადგენენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებები ან/და საინიციატივო ჯგუფები (არანაკლებ 10 ადამიანისაგან შემდგარი). 3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი წევრების თავმჯდომარეობის საერთო ვადით, მაგრამ არაუმეტეს 24 თვისა. 5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც როტაციის წესით, 12  თვის ვადით ირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან. 6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის როტაციის წესით არჩევის პროცედურებს განსაზღვრავს საბჭო. 7. სამეთვალყურეო საბჭო: ა) ითანხმებს  ცენტრის  ბიუჯეტის პროექტს და დირექტორისაგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს; ბ) განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობის პოლიტიკას, ძირითად მიმართულებებსა და ზედამხედველობას უწევს ამ მიმართულებათა განხორციელებას; გ)  განიხილავს ცენტრში შემოსულ პროექტებსა და საკონკურსო განცხადებებს; დ) განიხილავს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებს; ე) ითანხმებს ცენტრის დირექტორის  მიერ შემუშავებული დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს; ვ) მოისმენს და განიხილავს ხელმძღვანელების მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს; ზ) განიხილავს გრანტის მოსაპოვებლად  ცენტრის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს; განიხილავს საქართველოს და უცხოეთის სხვა სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს; თ) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. 8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; ე) გარდაცვალებისას; ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით; ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 7🔗. ცენტრის  სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ცენტრის   საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია კონტროლის განსახორციელებლად მოსთხოვოს  ცენტრს  საჭირო  მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 8🔗. ცენტრის   ქონება 1. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება. 2. ცენტრის  დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს  ცენტრის   ფინანსებსა და ქონებას. 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით  ცენტრს    შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის  საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის   ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 9🔗. ცენტრის დაფინანსება 1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; 2. ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში. 3. შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის   მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 10🔗. ცენტრის   რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.