ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№505
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016860
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №505

2014 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) შპს „რედ-კოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 454408150) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი (დიდველი), საკადასტრო კოდი – 64.10.09.342, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) გივი მჭედლიშვილის (პირადი ნომერი: 25001005555) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 102.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ლაგოდეხი, ქუჩა რუსთაველი, №8, საკადასტრო კოდი − 54.01.56.228, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) შპს „ავტოექსპერტიზის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205272079) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, საკადასტრო კოდი – 01.72.14.014.212, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) შპს „ავტოექსპერტიზის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205272079) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 300.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია, საკადასტრო კოდი – 01.72.14.014.630, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) ნათელა ბერიძის (პირადი ნომერი: 61003010778) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 227.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება მახვილაური, საკადასტრო კოდი – 05.31.01.608, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ვ) მანანა შველიძის (პირადი ნომერი: 01021010896) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 559.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, სოფელი გლდანი, „ავშნიანი“, საკადასტრო კოდი – 01.12.05.002.019, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                       ირაკლი ღარიბაშვილი