საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის სოფიო სიჭინავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№509
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №509

2014 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის სოფიო სიჭინავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე‑15 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93‑ე‑98‑ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს სოფიო სიჭინავას მიეცეს უფლება: წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ აღძრულ სარჩელებთან დაკავშირებით; მიანდოს წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს და გასცეს მათზე მინდობილობები; ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რაც საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული აქვს მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს). 

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის შალვა თადუმაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №1917 განკარგულება.

 

პრემიერ‑მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი