„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №90/ძ
2014 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„მუხლი 3. ანსამბლის მართვა
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
2. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;
3. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;
4. სამხატვრო ხელმძღვანელს დირექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;
5. ანსამბლის დირექტორი:
ა) ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
ბ) ანსამბლის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს. დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ე) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს;
ვ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ზ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოს ყველა ინსტანციაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.
6. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
გ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.
7. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი დიმიტრი ჯაიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 31.03.2014. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №90/ძ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.33.062.016057.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №08/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №90/ძ, 31.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2306248/