მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2014
ძალის დაკარგვა 01.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | სახელი |
| 2 | გვარი |
| 3 | მამის სახელი |
| 4 | წარმოშობის ქვეყანა |
| 5 | განთავსების ბლოკის ნომერი |
| 6 | ოთახის ნომერი |
| 7 | განთავსების მიმართვის ნომერი |
| 8 | ცენტრის თანამშრომლის ხელმოწერა |
| 9 | თარიღი. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.08.2012
დოკუმენტის ტექსტი
მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№718
2014 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესი“ დანართი - №1.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებელი პირის განთავსების ბარათი“ - დანართი №2.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №98 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი №1
მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილებაში) (შემდგომში – მიმღები ცენტრი) თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსებისა და ცხოვრების წესს, აგრეთვე მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
2. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც სცილდება ამ წესის ფარგლებს, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗.
თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღები ცენტრი
1. მიმღები ცენტრი წარმოადგენს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ დროებითი განთავსების ადგილს.
2. მიმღებ ცენტრში გამოიყოფა საცხოვრებელი ფართი ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებელთა კოლექტიური განთავსებაც.
3. მიმღებ ცენტრში პირის განთავსების ვადა დამოკიდებულია მისი საქმის განხილვასთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობაზე.
4. მიმღებ ცენტრში განთავსდებიან თავშესაფრის მაძიებლები.
მუხლი 3🔗.
მიმღებ ცენტრში განთავსება
1. თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-2 და მე-4 მუხლების თანახმად მიმართავს სამინისტროს და წარადგენს შესაბამის მოთხოვნას, ეძლევა მიმართვა დროებითი განთავსების თაობაზე.
2. მიმღებ ცენტრში განთავსების თაობაზე მიმართვის ტექსტს ადგენს სამინისტრო.
3. მიმღებ ცენტრში განთავსების მიზნით სამინისტრო უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ერთჯერად უფასო მგზავრობასა და ბარგის გადატანას.
4. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ მიმართვის მიღებიდან 15 დღის ვადაში გაემგზავროს მითითებულ ადგილზე.
5. თავშესაფრის მაძიებელი პირი ვალდებულია ცენტრის - განყოფილების უფროსს წარუდგინოს შესაბამისი მიმართვა.
6. მიმღებ ცენტრში განთავსებისთანავე პირი ვალდებულია ცენტრის - განყოფილების უფროსს ჩააბაროს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ფოტო- და ვიდეოაპარატურა. აღნიშნულზე დგება შესაბამისი აქტი, ნივთების მდგომარეობის მითითებით. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს/მფლობელს, ხოლო მეორე ინახება მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსთან. ჩაბარებული ნივთები პირს/მფლობელს უბრუნდება ცენტრის საბოლოო დატოვების დროს.
7. მიმღებ ცენტრში ყოველი შესვლისას თავშესაფრის მაძიებელი პირი და მისი ბარგი ექვემდებარება შემოწმებას იარაღის, ალკოჰოლური სასმელის, ნარკოტიკული საშუალებების და სხვა აკრძალული ნივთების/ნივთიერებების გამოსავლენად. პირის შემოწმებას ახორციელებს მიმღები ცენტრის იგივე სქესის თანამშრომელი.
8. პირის განთავსების მიზნით, ცენტრის თანამშრომელი ავსებს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „თავშესაფრის მაძიებელი პირის განთავსების ბარათს" (დანართი №2).
9. ინფექციური ან სხვა სახის დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმღები ცენტრის თანამშორმელს უფლება აქვს პირი დროებით განათავსოს განცალკევებულ ოთახში სამედიცინო შემოწმების შედეგების მიღებამდე.
10. თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, მიმღები ცენტრი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა ერთ საცხოვრებელ ფართში განთავსებას.
11. თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს უფლება თვითნებურად შეცვალოს მისთვის გამოყოფილი ოთახი. ადგილის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის თანხმობით.
12. განთავსებულთათვის ცხოვრება მიმღებ ცენტრში უფასოა. გარდა ამისა, განთავსებისას მათ ერთჯერადად მუდმივ სარგებლობაში გადაეცემათ თეთრეული და პირადი ჰიგიენის ნივთები, ხოლო დროებით სარგებლობაში ჭურჭელი და სამზარეულო ინვენტარი დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად.
13. მიმღებ ცენტრში პირი ცხოვრობს მისივე სქესის სხვა თავშესაფრის მაძიებელთან (მაძიებლებთან) ერთად, არსებულ საცხოვრებელ ფართში. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე.
14. თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიმღები ცენტრის ან იქ განთავსებული ქონების დაზიანების შემთხვევაში, მას ზარალის ანაზღაურება დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, განიხილება მისი მიმღებ ცენტრში შემდგომი განთავსების ან დროებითი განთავსების სხვა ადგილზე გადაყვანის საკითხი.
მუხლი 4🔗.
მიმღები ცენტრის უფლება-მოვალეობები
1. მიმღები ცენტრი - განყოფილება უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, მისი ნივთებისა და ბარგის შემოწმება;
ბ) განსაზღვროს საერთო ფართითა და არსებული სერვისებით სარგებლობის გრაფიკი;
გ) თავშესაფრის მაძიებლისაგან მოითხოვოს განთავსების ოთახისა და ადგილის შეცვლა საჭიროებისამებრ;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეამოწმოს თავშესაფრის მაძიებლის ოთახი;
ე) იშუამდგომლოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან თავშესაფრის მაძიებლის მიმღები ცენტრიდან გასახლების თაობაზე;
ვ) აწარმოოს მიმღები ცენტრის ვიდეომონიტორინგი, გარდა თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელი ოთახებისა;
ზ) თავშესაფრის მაძიებელთაგან მოითხოვოს მოცემული წესის დაცვა.
2. მიმღები ცენტრი - განყოფილება ვალდებულია:
ა) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე განათავსოს თავშესაფრის მაძიებელი მიმღებ ცენტრში;
ბ) იზრუნოს წინამდებარე განთავსების წესების განუხრელ დაცვაზე;
გ) პატივისცემით მოექცეს ცენტრში განთავსებულ პირებს და დაიცვას მათი უფლებები დისკრიმინაციის გარეშე;
დ) დაიცვას მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა პირადი მონაცემების კონფიდენციალობა;
ე) პატივი სცეს ცენტრში განთავსებულ პირთა პირადი ცხოვრების უფლებას;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე არ დაუშვას მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
ზ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 5🔗.
მიმღებ ცენტრში ქცევისა და ცენტრიდან გასვლის წესები
1. მიმღებ ცენტრში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს თავისუფლად გავიდეს და შევიდეს ცენტრში 07.00 სთ-დან 23.00 სთ-მდე.
2. მიმღები ცენტრის 24 საათზე მეტი დროით დატოვების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს გასვლის მიზნისა და სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ.
3. თავშესაფრის მაძიებელმა არ უნდა დატოვოს მიმღები ცენტრი თვეში 5 დღეზე მეტი ვადით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ავადმყოფობა, დაკავება და მისგან დამოუკიდებელი სხვა სარწმუნო მიზეზები).
4. მიმღებ ცენტრში ნებადართულია სტუმრის მიღება 10-დან 19 საათამდე პერიოდში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ოთახში. მიმღებ ცენტრში ვიზიტისას სტუმარი ვალდებულია რეგისტრაციის მიზნით, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა).
5. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს ეკრძალება სხვის საცხოვრებელ ფართში შესვლა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა.
6. მიმღებ ცენტრში დაუშვებელია ნარკოტიკული, ფსიქოტროპული (გარდა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებისა), ალკოჰოლური სასმელების, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ან ისეთი ნივთების შეტანა/გამოყენება, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
7. მიმღებ ცენტრში დაუშვებელია პირის მიერ ელექტრო და გაზგამათბობელი საშუალებების შეტანა, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის თანხმობის გარეშე.
8. მიმღებ ცენტრში ჰიგიენური მიზეზების გამო, დაუშვებელია სამზარეულოდან საკვების წაღება და კვება ოთახებში. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს 3 წლამდე ბავშვთა და ავადმყოფთა კვება.
9. მიმღებ ცენტრში ღამის 23.00 სთ-დან დილის 07.00 სთ-მდე დაუშვებელია ტელე-, ვიდეო- და აუდიო აპარატურით სარგებლობა, ხმაური და ხმამაღალი საუბარი.
10. მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს უფლება აქვს შეუზღუდოს განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს (მაძიებლებს) საერთო ფართით სარგებლობის უფლება გარკვეულ საათებში, თუ მათი იქ ყოფნა დროის იმ მონაკვეთში ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას.
11. მიმღებ ცენტრში საერთო სარგებლობის ოთახებითა და სერვისებით სარგებლობის მოწესრიგების მიზნით, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსმა შეიძლება დააწესოს შესაბამისი გრაფიკი, რომლის დაცვა მიმღებ ცენტრში განთავსებული თავშესაფრის მაძიებელთათვის სავალდებულოა.
12. მიმღებ ცენტრში აკრძალულია ფოტო/ვიდეო/კინოგადაღება, გარდა სამსახურებრივი და უსაფრთხოების მიზნებისა.
13. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელი დროებით განთავსდება მიმღები ცენტრის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
მუხლი 6🔗.
მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებლთა უფლება-მოვალეობები
1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) უფასოდ იცხოვროს მიმღებ ცენტრში;
ბ) მოითხოვოს მისი უსაფრთხოებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ისარგებლოს მიმღებ ცენტრში არსებული მომსახურებით და ინვენტარით;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შეუზღუდავად მიმართოს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს;
ე) შეუზღუდავად დაუკავშირდეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და საქართველოს გაეროს ასოციაციას;
ვ) მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის ქმედება და გადაწყვეტილება გაასაჩივროს სამინისტროში;
ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით;
თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის განმავლობაში იცხოვროს მიმღებ ცენტრში.
2. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) მიმღებ ცენტრში განთავსებისას გაეცნოს ამ წესებს მისთვის გასაგებ ენაზე და აღნიშნული დაადასტუროს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმა განიხილება განთავსების უფლებაზე უარის განცხადებად;
გ) შეასრულოს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის კანონიერი მითითებები;
დ) გაუფრთხილდეს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს. ეკონომიურად მოიხმაროს წყალი ელექტროენერგია და გაზი. პატივი სცეს მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა უფლებებს;
ე) მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში, მისცეს მას საცხოვრებელი ფართის და პირადი ნივთების შემოწმების საშუალება;
ვ) კონფლიქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მიმღები ცენტრის - განყოფილების თანამშრომელს;
ზ) მიმღები ცენტრის დატოვებისას გადაცემული ნივთები დაუბრუნოს მიმღებ ცენტრს - განყოფილებას, გარდა მუდმივ სარგებლობაში გადაცემული ნივთებისა;
თ) უზრუნველყოს პირადი ჰიგიენის, ასევე მისი საცხოვრებელი ოთახისა და საერთო სარგებლობის ფართში სისუფთავის დაცვა;
ი) არ მიატოვოს საკუთარი მცირეწლოვანი შვილები მეთვალყურეობის გარეშე;
კ) მონაწილეობა მიიღოს ცენტრის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიზნით ორგანიზებულ სამუშაოებში;
ლ) მიმღები ცენტრის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად, გაიაროს სამედიცინო შემოწმება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში;
მ) დეპარტამენტის მიერ დროებითი განთავსების სხვა ადგილის შეთავაზების შემთხვევაში, გადავიდეს მითითებულ მისამართზე.
მუხლი 7🔗.
მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება
1. თავშესაფრის მაძიებელ პირს მიმღებ ცენტრში განთავსების უფლება უწყდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
2. პირი ვალდებულია განთავსების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
3. პირს, განთავსების უფლება შეიძლება შეუწყდეს ამ წესის მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა განმეორებით, ან უხეში დარღვევის (სხვა განთავსებულებთან მისი თანაცხოვრების შეუძლებლობის, ან ცენტრისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენების) გამო.
4. ამ წესის მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში განთავსებულს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის მიერ ეძლევა ჯერ სიტყვიერი შენიშვნა, შემდეგ წერილობითი გაფრთხილება, შემდეგ კი მის მიმართ დგება საკითხი განთავსების უფლების შეწყვეტის თაობაზე.
5. პირის განთავსების უფლების შეწყვეტის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მიერ, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის მიმართვის საფუძველზე.
6. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განთავსების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში, პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
დანართი №2
თავშესაფრის მაძიებელი პირის განთავსების ბარათი
№
1
სახელი
2
გვარი
3
მამის სახელი
4
წარმოშობის ქვეყანა
5
განთავსების ბლოკის ნომერი
6
ოთახის ნომერი
7
განთავსების მიმართვის ნომერი
8
ცენტრის თანამშრომლის ხელმოწერა
9
თარიღი.