საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.04.2014
ძალის დაკარგვა 06.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,273 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2014 მიღება
06.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი დავით ნარმანია მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №8/ნ 2014 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის  დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრიდავით ნარმანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის  დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის  დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. 3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით, ბ) რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; გ) წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის;  დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება, ე) სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველობის განხორციელებასთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ზ) რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში უცხო სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; თ) წინადადებების შემუშავება რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის, თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ; ი) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველო; ბ) მიზნობრივი პროგრამების სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ამოცანები 1. თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს ამოცანებია: ა) მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში:  დეცენტრალიზაციის რეფორმის უზრუნველყოფისთვის სტატისტიკური მონაცემების მოპოვება-დამუშავებისა და გეოინფორმაციული სისტემების შექმნა; ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსფორმირების, მისი უფლებამოსილებების, ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციების, ფინანსური სისტემისა და სხვა საკითხების შემცველი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებაში მონაწილეობა;  ჩამოთვლილი ამოცანების შესრულებისათვის შესაბამისი ტრენინგ-პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) რეგიონების განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების მომზადების მეთოდური უზრუნველყოფა და სამუშაოთა კოორდინაცია; დ) რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეთა შეფასება და მათი გამოთანაბრების წინადადებების შემუშავება: რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად;  წინადადებების შემუშავება რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის, თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ;  წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველობის განხორციელებასთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობა ვ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა 2. მიზნობრივი პროგრამების  სამმართველოს ამოცანებია: ა) სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება: პროგრამის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა და სოფლების მოსახლეობის  საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება; პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობის კრებების ჩატარების მონიტორინგი;  პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი პროექტების სისტემატიზება და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების პროექტის მომზადება; პროგრამის განხორციელების მონიტორინგი. ბ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება:  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გათვალისწინებული პროექტების შერჩევის მექანიზმის სრულყოფის წინადადებების შემუშავება;  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გათვალისწინებული პროექტების შერჩევაში მონაწილეობა;  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მონიტორინგი. გ) სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება, დ) სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია ე) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა მუხლი 6🔗. დეპარტამენტის  უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ზ) მინისტრს და მინისტრის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს და  მინისტრის კურატორ მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) მინისტრს და  მინისტრის კურატორ მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში  დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას;  გ) ასრულებს მინისტრის,  მინისტრის კურატორი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში   დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის და  მინისტრის კურატორი მოადგილის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის,  მინისტრის კურატორი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 9🔗. დეპარტამენტის მოსამსახურე 1. დეპარტამენტის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. დეპარტამენტის მოსამსახურე ასრულებს მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.  მუხლი 10🔗. უფლებამონაცვლეობა დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის  ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს სამმართველოს უფროსი, მინისტრის გადაწყვეტილებით.  მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულება 1.  დეპარტამენტის დებულებას დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. 2.    დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 3.   დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.