„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის N8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №7/ნ |
|
2014 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი |
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.“
3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის დებულება’’;
ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.“;
გ) მე-3 მუხლის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის, წყალმომარაგების სექტორის, ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოვლა-შენახვის, მყარი ნარჩენების უტილიზაციისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;“
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ,,საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა;“
გ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში, აგრეთვე, სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიმართებაში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;“
დ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საგზაო, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;“
ე) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა;“
ვ) ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები:
,,თ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება;
ი) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი დარგების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტების დამუშავებისა და დანერგვის ღონისძიებების ხელშეწყობა;“.
დ) მე-4 მუხლის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის სამმართველო;“
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები:
,,გ) სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველო;
დ) ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველო.“
ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ამოცანები
1. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის კოორდინაციის სამმართველოს ამოცანებია: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის, წყალმომარაგების სექტორის, ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოვლა-შენახვის, მყარი ნარჩენების უტილიზაციისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
2. ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის სამმართველოს ამოცანებია:
ა) საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში, აგრეთვე, სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიმართებაში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საგზაო, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
3. სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება.
4. ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველოს ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ბ)სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი დარგების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტების დამუშავებისა და დანერგვის ღონისძიებების ხელშეწყობა.“
ვ) მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსი“
ბ) მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე..“
ზ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსი.“
თ) მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“
ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“
ი) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 მუხლები:
,,მუხლი 10. უფლებამონაცვლეობა
დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ახორციელებს სამმართველოს უფროსი, მინისტრის გადაწყვეტილებით. „
,,მუხლი 11. დასკვნითი დებულება
1. დეპარტამენტის დებულებას დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
|