⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2014
ძალაში შესვლა 01.04.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,552 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2014 მიღება
01.04.2014 ძალაში შესვლა
01.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მერის ბრძანება №8 2014 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ      ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის    #1-1 გადაწყვეტილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის #14   ბრძანების  მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 18 ივნისის #33 ბრძანება, „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან. ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე დანართი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 სამსახური არის ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის (შემდგომში -ადმინისტრაცია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ქ. თბილისის მერიის (გარდა ქ. თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოებისა) საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, მისი საქმისწარმოების და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებას. მუხლი 3🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით,  ,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის N1-1 გადაწყვეტილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქ. თბილისის მერიას. მუხლი 5🔗 სამსახური ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II. სამსახურის სტრუქტურული ერთეულები მუხლი 6🔗 სამსახური შედგება ოთხი განყოფილებისაგან: ა) მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი; ბ) საქმისწარმოების განყოფილება; გ) არქივის წარმოების განყოფილება; დ) ცხელი ხაზის განყოფილება. თავი III.  სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები მუხლი 7🔗 სამსახურის ამოცანებია: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქ. თბილისის მერიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განხორციელება; ბ) ქ. თბილისის მერიაში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; გ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა; დ) ქ. თბილისის მერიის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; ე) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა. მუხლი 8🔗 სამსახურის ფუნქციებია: ა) ქ. თბილისის მერიის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის საფუძველზე, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი სრულყოფა, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციასა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საქალაქო სამსახურებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და დოკუმენტების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ბ) ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მისაღებში განთავსებული ტერმინალის მეშვეობით ქ. თბილისის მერიაში მოსულ მოქალაქეთა რაოდენობის აღრიცხვა; ტერმინალის მიერ გაცემული ბილეთების შესაბამისად მისაღებში მომუშავე  ოპერატორების მიერ მოქალაქეთა გამოძახება, კონსულტაციების გაწევა, ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირების სახელზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აგრეთვე სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმთა  განცხადებების, კორესპონდენციის დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში გატარება, ნომრის მინიჭება და რეგისტრაციის დამადასტურებელი ნომრის გადაცემა, დოკუმენტისთვის მიმართულების მიცემა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა  აგრეთვე  სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა მომართვის საფუძველზე, საინფორმაციო ბაზაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, მათ მიერ შემოტანილ დოკუმენტაციაზე ინფორმაციის მიწოდება, ქ. თბილისის მერიის მისაღებში წესრიგის დაცვის კოორდინაცია; გ) ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული დოკუმენტაციის  ელექტრონული  დამუშავება და მიმართულების მიცემა; დ) ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითზებზე საკონსულტაციო-მეთოდური დახმარება და მათი საქმიანობის კოორდინაცია; ე) რეაგირების გარეშე დარჩენილი და შესრულების ვადაგადაცილებული საკონტროლო დოკუმენტების შესახებ ქ. თბილისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ინფორმაციის წარდგენა; ვ) ადმინისტრაციაში შემოსული და ქ. თბილისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ განხილული კორესპონდენციების შესრულების თაობაზე ანალიტიკური მასალის მომზადება და ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირებისათვის წარდგენა; ზ) ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირების მიერ მომზადებული საინიციატივო (გასული) წერილების ელექტრონული დამუშავება, დაგზავნის უზრუნველყოფა, მიღებული პასუხების ელექტრონული დამუშავება. მასალების საქმეში ფორმირება;“ თ) ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირებთან აგრეთვე მათ წარმომადგენლებთან მოქალაქეების შეხვედრის ორგანიზაცია; ი) ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირების მიერ განხილული და ხელმოწერილი დოკუმენტების, სამართლებრივი აქტების, საოქმო დავალებების დანიშნულების მიხედვით ფოსტისა და დამტარებლის მეშვეობით დაგზავნა; კ) ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შეტყობინებების დამტარებლის მეშვეობით, ადრესატისთვის ხელზე ჩაბარების უზრუნველყოფა; ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციაში გატარება; მ) ქ. თბილისის მთავრობის სხდომების მომზადებისა და ჩატარების, განსახილველი საკითხების დაგეგმვის ორგანიზება. სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მიღება, სხდომების დღის წესრიგების ფორმირება, სხდომებზე დამსწრეთა შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა; ნ) ქ. თბილისის მთავრობის სხდომების ოქმების წარმოება, შენიშვნების გათვალისწინებით პროექტების შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით შესწორება, რედაქტორულ-სტილისტური დამუშავება, ხელმოწერილი აქტების რეგისტრაცია, დანიშნულების მიხედვით დაგზავნა, საინფორმაციო ბაზაში მონაცემების შეტანა; ო) ქ. თბილისის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, დანიშნულების მიხედვით დაგზავნა, საინფორმაციო ბაზაში მონაცემების შეტანა; პ) ქ. თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით, ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტების სარეგისტრაციოდ მომზადება, კანონმდებლობის შესაბამისად; ჟ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საექსპედიციო დამუშავება, დაბეჭდვა; მათი ასლების გადაღების, გამრავლების ორგანიზება; რ) საორგანიზაციო - განკარგულებით დოკუმენტაციაზე შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა; ს) ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების საკონსულტაციო-მეთოდური დახმარება და მათი საქმიანობის კოორდინაცია. ტ) ქ. თბილისის მერიის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შემუშავება, რომელიც შეთანხმებულია ქ. თბილისის ცენტრალური არქივის საექსპერტო შემფასებელ კომისიასთან; უ) ძირითადი ამოცანების შესრულების მიზნით ქ. თბილისის მერიის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებიდან მოწესრიგებული სახით დოკუმენტების ამოღება (ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მთავრობის, ადმინისტრაციის უფროსის, საქალაქო სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ასევე ქ. თბილისის მერიის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შექმნილი სხვა დოკუმენტები), მათი აღრიცხვა, დაცვის უზრუნველყოფა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ვადების შესაბამისად; ფ) არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება და საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემა ნორმატიული აქტით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად; ქ) არქივის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო ბაზის შექმნა და სისტემატურად გაუმჯობესება; შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე მისი განვითარების და ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა; ღ) ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირების, ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების, ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საარქივო-საინფორმაციო მომსახურება; დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვისა და ანალიზის წარმოება; ყ) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება; საორგანიზაციო და მეთოდური ღონისძიებების კომპლექსის განხორციელება დოკუმენტების მუდმივი შენახვისათვის გადასაცემად; შ) საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის შემოწმება ქ. თბილისის მერიის და ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში, დოკუმენტებთან მუშაობისას მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; ჩ)  ოპერატორების მეშვეობით ქ. თბილისის მერიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, სხვადასხვა პროგრამებზე და ასევე ქ. თბილისის მერიაში შემოსული წერილების შესახებ მოქალაქეთათვის 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით,  აქვთ  მუდმივი კავშირი  ადმინისტრაციასთან და ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან; ც) სამსახურის ცხელ ხაზზე  შემოსული ყველა სატელეფონო ზარის დამუშავება, საინფორმაციო ბაზაში დაფიქსირება და მათი საჭიროებისამებრ გადაცემა შესაბამისი სამსახურისათვის. შემოსული ზარების დაფიქსირება და მათი სტატისტიკური ანალიზის გაკეთება; ძ) ცხელი ხაზის განყოფილების გამართული  ფუნქციონირებისათვის გააჩნდეს მუდმივი კონტაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - ,,112“-თან რათა  ჰქონდეს   მონაცემთა სრულყოფილი ბაზა; წ) მონიტორინგის მიზნით  ცხელ  ხაზზე შემოსული ყველა ზარის ჩაწერა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური; მუხლი 9🔗 1. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება) უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის ,,ა” - ,,მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ადმინისტრაციის უფროსისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას; 2. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის “ნ”-”ტ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის ერთ-ერთი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას; 3. არქივის წარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის “უ”-”შ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის ერთ-ერთი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას; 4. ცხელი ხაზის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის “ჩ”-”წ” ქვეპუნქტებით. თავი IV.  სამსახურის მართვა მუხლი 10🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი; 2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე; 3.  სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა)  უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; დ)  უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს   კონტროლს მის შესრულებაზე, განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს და ფუნქციურ დატვირთვას, ანაწილებს დავალებებს მათ შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესრულების შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ე) უფლებამოსილია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დააყენოს წინადადებები სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;  ვ)   ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კონტროლს სამსახურისათვის მიცემული დავალებების შესრულებაზე; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციის უფროსს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის მატერიალური წახალისების თაობაზე; თ) აწესრიგებს მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მათი სამსახურებრივი მივლინებების საკითხებს; ი) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს ხელშეკრულებით მისაღებ პირთა კანდიდატურებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. მუხლი 11🔗 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 12🔗 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; დ) ახორციელებს კონტროლს  განყოფილების თანამშრომელთა მიერ დავალებათა შესრულებაზე; ე) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსს  წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების, აგრეთვე მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. მუხლი 13🔗 სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. თავი V დასკვნითი დებულებები მუხლი 14🔗 სამსახურის დებულებას ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი. მუხლი 15🔗 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 16🔗 ყველა ის საკითხი რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.