სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლისათვის ფრიდონ მახარაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №46/ნ |
|
2014 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლას მიენიჭოს ფრიდონ მახარაძის სახელი. |
| მუხლი 2 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-16 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|