ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2014
ძალაში შესვლა 01.04.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 969 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2014 მიღება
01.04.2014 ძალაში შესვლა
01.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მერის ბრძანება №9 2014 წლის  3 აპრილი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის    №1-1 გადაწყვეტილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14   ბრძანების  მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის,  მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 ივნისის №26 ბრძანება, „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან.ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე დანართი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის (შემგომში - ადმინისტრაცია) საკადრო რესურსების   სამსახური    (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს შრომის კოდექსით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ  თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის   №1-1 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები  მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ა) ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზება; ბ)საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერის და ადმინისტრაციის უფროსის მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით  საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან თანამშრომლობა კონკურსის ან/და ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით; დ) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანისა და შვებულების შესახებ შესაბამისი განკარგულებების პროექტების მომზადება; ე) ქ.თბილისის მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის), მერის მოადგილეების, ქ. თბილისის რაიონის გამგებლების, ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და უკვე არსებულ შრომის წიგნაკებში სათანადო ჩანაწერების შეტანა, აღრიცხვა და წარმოება; ვ)  ადმინისტრაციაში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების, კანონით დადგენილ ვადებში განხილვა და მათზე რეაგირება სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამსახურის პერსონალის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით; ი)ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განსაზღვრა; ამ პროგრამების მომზადებისა და რეალიზების საჭიროების განსაზღვრა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი; კ)კონსულტაციების გაწევა ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებისათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;  ლ) ხელმძღვანელობასთან ერთად შინაგანაწესის შემუშავებისა და დახვეწის პროცესში მონაწილეობა, შრომის დისციპლინის განმტკიცებისა და მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლი, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის პერიოდულად მიწოდება; მ) საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშნულ პირთა შესახებ, ინფორმაციის დროულად მიწოდება, არსებული წესის მიხედვით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად უფლებამოსილია: ა) შექმნას პერსონალის მართვის საქმიანობის სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნიკისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის) გამოყენებით; ბ) მონაწილეობა მიიღოს კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის პროცესში, თანამდებობებზე დასანიშნად; გ)მოითხოვოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლებისას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი წარდგენა; დ) შეიმუშაოს წინადადებები თანამშრომელთათვის საკლასო ჩინების მინიჭების შესახებ და მოამზადოს სათანადო დოკუმენტაცია ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ე) ითანამშრომლოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები ქ. თბილისის მერიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შესაბამისი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების ორგანიზების მიზნით; ვ) კონსულტაციები გაუწიოს მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ზ) გაეცნოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის უცხო ქვეყნების გამოცდილებას, პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში და დაამყაროს მათთან საქმიანი ურთიერთობა; თ) პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების საკითხში კოორდინირება და მეთოდურ - პრაქტიკული დახმარება გაუწიოს ქალაქ თბილისის რაიონულ გამგეობებს, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს, ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსთხოვოს მათ შესაბამისი ინფორმაცია. თავი III  სამსახურის მართვა  მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2.სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია  ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; დ) იძლევა სამსახურეობრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის ზედამხედველობას; ე) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ; ვ) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სახელმწიფო სტრუქტურებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; თ) უზრუნველყოფს სამსახურში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილების და განხილვის პროცესს; ი) ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; კ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ლ) პერიოდულად ისმენს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ; მ) ადმინისტრაციის უფროსს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ნ)ასრულებს ქალაქ თბილისის მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის), მერის მოადგილეებისა და  ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 5🔗. 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლები ა) სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით მათზე დაკისრებულ  ფუნქციებს; ბ) სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.