ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2014
ძალაში შესვლა 01.04.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე | ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №13
2014 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან.ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური არის ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობა განისაზღვრება ამ დებულებით.
2. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის (შემდგომში სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
თავი II
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია
ა) ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით ქალაქ თბილისის მერიის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
გ) ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;
დ) ქალაქ თბილისის მერიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა. ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა;
ე) ქალაქ თბილისის მერიის სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფა;
ვ) ქალაქ თბილისის მერიის ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) ქალაქ თბილისის მერიის ელექტრონული ფოსტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
თ) ქალაქ თბილისის მერიის სატელეფონი სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურების და განვითარების უზრუნველყოფა;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ქალაქ თბილისის მერიის ვებგვერდის მუდმივი სრულყოფა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მერიის და მისი პერსონალის საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ლ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში ქალაქ თბილისის მერიის პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;
მ) ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ნ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შიდა წესებისა და ნორმების შემუშავება;
ო) ინტერნეტ რესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები
ა) ქალაქ თბილისის მერიის კომპიუტერიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა;
ბ) ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპიუტერული პროგრამების მოპოვება-დანერგვა, სპეციალიზებული პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
გ) ქალაქ თბილისის მერიის თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით და ტექნიკით უზრუნველყოფის სამუშაოების კოორდინაცია;
დ) ქალაქ თბილისის მერიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება;
ე) ქალაქ თბილისის მერიის ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი შემდგომი ადმინისტრირება;
ვ) ქალაქ თბილისის მერიაში არსებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების შექმნისათვის სათანადო ტექნოლოგიური პირობების უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების შექმნის პროცესის წარმართვა;
ზ) ქალაქ თბილისის მერიის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის აკუმულირება და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელებში გავრცელება;
თ) ქალაქ თბილისის მერიის სარგებლობაში არსებული ელექტრონული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, საკონტროლო ასლების წარმოება, შენახვა და დაცვა;
ი) ქალაქ თბილისის მერიის ვებგვერდის პროგრამული სრულყოფა;
კ) ქალაქ თბილისის მერიის ინტერნეტ მომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი;
ლ) ქალაქ თბილისის მერიის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვა და ანალიზი, და ამ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელობისათვის;
მ) ქალაქ თბილისის მერიის ცენტრალურ შენობაში შემოსული სტუმრების კომპიუტერული აღრიცხვა;
ნ) ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა მათ საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სათანადო გამოყენებისათვის;
ო) ქალაქ თბილისის მერიის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფების ფორმირება-სრულყოფა;
პ) ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომელთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
ჟ) ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომელთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
რ) ქალაქ თბილისის მერიაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს რეგულირებისათვის შესაბამისი წესებისა და პრინციპების შემუშავება;
ს) სამსახური ქალაქ თბილისის მერიის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიმუშავებს პროექტებს, სამუშაო გეგმებს და ამ პროცესში თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა ორგანიზაციებთან;
ტ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვს და იღებს ინფორმაციას ასევე შესაბამის მასალებს ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან და სხვა შესაბამისი უწყებებისაგან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
უ) სამსახურის შემდგომი სრულყოფის მიზნით ამზადებს და წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს წინადადებებსა და მოსაზრებებს. შეიმუშავებს და ახორციელებს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, დისციპლინის განმტკიცების, წახალისების, საქმიანი სამუშაო პირობების შექმნის ღონისძიებებს;
ფ) ინფორმაციის მიღების მიზნით კონფერენციებზე, სხდომებზე, თათბირებსა და შეხვედრებზე დასწრება;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და უწევს კონტროლს სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას;
გ) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში;
ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებას ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.